GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
იტალიური გამოცემა - „ემპოლიმ“ გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა, მაგრამ ქართველი მცველი „მილანის“ წინააღმდეგ განაცხადში ვერ მოხვდება
13
სპორტი / მსოფლიო
„ემპოლიმ“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით დაასრულა, მაგრამ ქუთაისის „ტორპდოს“ ყოფილი მცველი 7 იანვარს, „მილანის“ წინააღმდეგ სერია A-ს შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდება, – ინფორმაციას MilanNews ავრცელებს.

„ემპოლი“ „მილანს“ ახალწვეულით ხვდება

„კვირას, 7 იანვარს, „კარლო კასტელანის“ სტადიონზე, „მილანი“ აურელიო ანდრეაცოლის „ემპოლის“ დაუპირისპირდება, რომელმაც დაცვაში ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამოსვლაში ტოსკანელთა პრეზიდენტი, ფაბრიციო კორსი ამ გარიგების შესაძლებლობას უარყოფდა, „ემპოლიმ“ დაასრულა საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი, რომელიც გუნდში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა.

19 წლის მცველმა ქართულ კლუბში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 32 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასე რომ, კვირას „მილანი“ კიდევ ერთი მცველით გაძლიერებულ მეტოქეს დაუპირისპირდება. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანდრეაცოლიმ გოგლიჩიძე პირველივე შეხვედრაში ათამაშოს – ქართველ ახალგაზრდას სერია A-ში თავის დასამკვიდრებლად საჭირო დრო აუცილებლად მიეცემა“, – ამტკიცებს MilanNews.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »