GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ადვოკატი: ალენ დელონი შვილს, ენტონის ცილისწამებისთვის უჩივის
12
საზოგადოება / საფრანგეთი
ხუთშაბათს, 4 იანვარს, ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა განაცხადა, რომ მისი შვილის, ენტონი დელონის მიერ გამოცემა „პარი მატჩისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ ატეხილი „მედიადებოშით უკიდურესად შოკირებულია“.

მსახიობის ადვოკატმა, კრისტოფ აიელამ, ხუთშაბათს, 4 იანვარს განაცხადა, რომ ალენ დელონი თავისი შვილს, ენტონის ცილისწამებისთვის უჩივლებს. ადვოკატის თქმით, მსახიობი „უკიდურესად შოკირებულია იმ მედიადებოშით“, რომელიც გაზეთ „პარი მატჩთან“ ენტონი დელონის ინტერვიუს შემდეგ დაიწყო. ალენ დელონის უფლებების დამცველმა ასევე დაგმო კომენტარები, რომლებიც კინოვარსკვლავისა და მისი ქალიშვილის, ანუშკასთვის „ზიანის მიყენებას“ ისახავს მიზნად.

ენტონი დელონმა „პარი მატჩთან“ მამის ჯანმრთელობით გამოწვეული თავისი შეშფოთების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ 2023 წლის 7 ნოემბერს მან საჩივარი შეიტანა თავისი დის, ანუშკას წინააღმდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, დამალა რამდენიმე სამედიცინო გამოკვლევის შედეგები, რომელიც ალენ დელონმა გაიარა. „ადამიანი, რომელსაც თავისი ოჯახით მანიპულირებს და იტყუება, ყველაფერზე წამსვლელია“, - განაცხადა ინტერვიუში ენტონი დელონმა.

„მსახიობმა მითხრა, რომ ვერ იტანს მისი ვაჟის, ენტონის აგრესიულობას, რომელიც გამუდმებით უმტკიცებს, თითქოს, ის უძლური ადამიანია, და რაც უფრო შოკისმომგვრელია მისთვის - მისი შვილი ეუბნება, რომ ეს მისთვის ბოლო შობაა“, - აღნიშნა ალენ დელონის ადვოკატმა. „რომელ მამას შეუძლია შეეგუოს ამას?" - ციტირებს კრისტოფ აიელა თავისი კლიენტის ნათქვამს.

ანუშკა დელონის საჩივარი ძმის წინააღმდეგ
კრისტოფ აიელამ, რომელიც ასევე ანუშკა დელონის ადვოკატია, განაცხადა, რომ მისი კლიენტი თავის ძმას, ენტონის „ცილისწამების, შეურაცხყოფის, მუქარისა და შევიწროების“ გამო უჩივის.

ადვოკატის თქმით: „ანუშკა დელონი შოკირებული და დამწუხრებულია ენტონი დელონის მიერ გაკეთებული ცრუ და შეურაცხმყოფელი კომენტარებით. იგი აღშფოთებულია იმით, რომ ენტონიმ გაბედა მედიაში ისეთი ბრალდებების გავრცელება, რამაც არა მხოლოდ დააზარალა, არამედ შეარყია მათი მამის პატივი და ღირსება. მისი უნამუსობა ზიზღს იმსახურებს“.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »