GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
„გალტ ენდ თაგარტი“ - კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა, საბაზისო სცენარით, ეკონომიკა 5.4%-ით, ხოლო ოპტიმისტური სცენარით, 6.0%-ით გაიზრდება
6
პოლიტიკა / საზოგადოება / საქართველო
კვლევითი ორგანიზაცია „გალტ ენდ თაგარტი“ საქართველოსთვის 2024 წლის ეკონომიკური მოლოდინების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში სხვადასხვა სცენარია განხილული.

როგორც დოკუმენტში წერია, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ორგანიზაციის 2024 წლის პროგნოზები გააუმჯობესა. შესაბამისად, შემუშავებულია ორი სცენარი – საბაზისო და ოპტიმისტური. ამ უკანასკნელში კანდიდატის სტატუსის პოზიტიური გავლენა მოკლევადიან პერიოდში კიდევ უფრო მაღალია.

საბაზისო სცენარით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით გაიზრდება. ლარი/დოლარისა და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი კი, მოსალოდნელია, მიმდინარე წელს 2.7-ისა და 3.0-ის ფარგლებში იყოს.

ამასთან, საბაზისო სცენარში წერია, რომ საშუალო წლიური ინფლაცია 3.5%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შეამციროს 8.5%-მდე 2024 წლის ბოლოსთვის.

ოპტიმისტურ სცენარში „გალტ ენდ თაგარტს“ აქვს დაშვება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, საბაზისო სცენარში არსებულ დაშვებებთან შედარებით, კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს მომხმარებელთა და ინვესტორთა განწყობებს.

„შესაბამისად, ჩვენი ოპტიმისტური სცენარით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 6.0%-ით გაიზრდება. ლარი/დოლარისა და ლარი/ევროს საშუალო გაცვლითი კურსი მოსალოდნელია 2.65 და 2.95-ის ფარგლებში მიმდინარე წელს. საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა მოსალოდნელი და ეროვნულ ბანკს ექნება შესაძლებლობა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შეამციროს 8.0%-მდე“, – წერია დოკუმენტში.

რაც შეეხება რისკებს, რომლებმაც შეიძლება, შეცვალოს ეკონომიკური პროგნოზები, კვლევით ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს კვლავ რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს უკავშირდება. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, არსებული ბუფერებით ქვეყანას შეუძლია, გაუმკლავდეს პოტენციურ რისკებს მათი რეალიზების შემთხვევაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »