GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ქართველი ემიგრანტის სოფია ბასილაშვილის საახალწლო მილოცვა და თემურ შაშიაშვილის საპასუხო წერილი
68
საზოგადოება / ემიგრანტები / საფრანგეთი / საქართველო
გიზიარებთ ქართველი ემიგრანტის სოფია ბასილაშვილის ფეისბუკზე განთავსებულ მისალოც წერილს რასაც ბატონ თემურ შაშიაშვილის საპასუხო წერილი მოჰყვა.

"სიფრთხილით იარეთ!
სიფრთხილით ისაუბრეთ!
სიფრთხილით ენდეთ!
სიფრთხილით აკეთეთ სიკეთე!
სიფრთხილით იყავი ბედნიერი!
სიფრთხილით აკეთეთ საქმე!
სიფრთხილით იურთიერთობეთ ადამიანებთან!
სიფრთხილით გამოჩნდით,არ იხმაუროთ!

მოკლედ ფრთხილად იყავით!
ერთი რამ ყოველთვის მძაფრად გვახსოვდეს! გვჯეროდეს უფლის!
სამართალი ყოველთვის იზეიმებს!

ყველას ვუსურვებ სიყვარულს, სიხარულს, ხვავს, ჯანმრთელობას, წარმატებას,დღეგრძელობას!

ჩემს მტრებსაც ვუსურვებ, ღამეები რომ არ ძინავთ ჩემზე ფიქრით მათაც ვუსურვებ რადგან თუ ეს ყველაფერი ექნებათ, აღარ დარჩებათ ჩემზე საფიქრალი დრო❤️
#გაკეთილშობილდებიან

მართლა გულით ვუსურვებ ყველას კარგს ოღონდ რაც ცუდი გემეტებათ ჩემთვის თქვენ გქონდეთ.. 🙏🏻" - აშნიშნულია სოფიას წერილში



ბატონმა თემურ შაშიაშვიმა ამ წერილს შემდეგი ტექსტით უპასუხა , რასაც უცვლელად გთავაზობთ:

"სოფია,ქვეყნის ცხოვრებაში დადგა მომენტი,როცა მომავლის ბედს სიფრთხილე კი არა,გაბედული და რისკიანი მოქმედება წყვეტს !
~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~~
დღეს, წლის ბოლო დღეს,საფრანგეთში
მცხოვრებმა საინტერესო ჟურნალისტმა და ბლოგერმა ,
სოფია რაჭველმა ბასილაშვილმა ,
ასე მოგვილოცა ახალი, 2024 წელი:

სოფიას წერილი
~~~~~~~~~~~~~
სიფრთხილით იარეთ!
სიფრთხილით ისაუბრეთ!
სიფრთხილით ენდეთ!
სიფრთხილით აკეთეთ სიკეთე!
სიფრთხილით იყავი ბედნიერი!
სიფრთხილით აკეთეთ საქმე!
სიფრთხილით იურთიერთობეთ ადამიანებთან!
სიფრთხილით გამოჩნდით,არ იხმაუროთ!
მოკლედ ფრთხილად იყავით!
ერთი რამ ყოველთვის მძაფრად გვახსოვდეს! გვჯეროდეს უფლის!
სამართალი ყოველთვის იზეიმებს!
ყველას ვუსურვებ სიყვარულს, სიხარულს, ხვავს, ჯანმრთელობას, წარმატებას,დღეგრძელობას!
ჩემს მტრებსაც ვუსურვებ, ღამეები რომ არ ძინავთ ჩემზე ფიქრით მათაც ვუსურვებ რადგან თუ ეს ყველაფერი ექნებათ, აღარ დარჩებათ ჩემზე საფიქრალი დრო❤️
#გაკეთილშობილდებიან
მართლა გულით ვუსურვებ ყველას კარგს ოღონდ რაც ცუდი გემეტებათ ჩემთვის თქვენ გქონდეთ.. 🙏🏻
ჩემი კომენტარი
~~~~~~~~~~~~~
სოფია,გილოცავ შობას,ახალ წელს!
მახარებს თქვენი აქტიური პოზიცია!რასაც აქ დავწერ,მინდა იცოდე,რომ ვაკეთებ მადლიერებით და თქვენდამი პატივისცემით! ამას ბოლო ნაწილში გაცილებით მეტად გამოვხატავ!
კაცობრიობის და უბრალოდ ადამიანური ისტორია ადასტურებს,რომ ყველა ფრთხილი დამარცხდა და, როგორც ჩანს დამარცხდება... თუმცა,გეთანხნები,რომ ისეთ ეპოქაში და გარემოში ვცხოვრობთ,მართლაც
სიფრთხილეა საჭირო...მაგრამ ისიც კარგად არის გასააზრებელი-ეს მდგომარეობა ადამიანთა დიდი რაოდენობის გამო ხომ არ არის!
არ დავმალავ და მე ასე ვფიქრობ! ადამიანები ისე დაამშიეს და დააუძლურეს,რომ გონებით კი არა,კუჭით მოქმედებენ..ფრთხილობენ
აქტივობამ ისიც არ დაგვაკარგვინოსო.
სწორედ ამ სიფრთხილემ გვაქცია ადვილად სამართავად!
მე ძალიან მინდა , გამარჯვებული იყო..
მე არავისთან და არაფერთან არ ვარ
ფრთხილი,მტრად რომ მთვლის,მასშიც
კეთილს ვეძებ..
დიდი ომი დამჭირდა , საკუთარ თავში დამეძლია სიძულვილი.
დაუმარცხებელი მხოლოდ სიკეთით
სავსე ადამიანია,რადგან მხოლოდ ასეთს აქვს უფლის წყალობა...
სიკეთით სავსე და რისკიანი ადამიანი მიყვარს და ასეთი მინდა ვიყო,რადგან ფრთხილი ვერ ცვლის გარემოს სასიკეთოდ. სიკეთით სავსე და რისკიანი,სიყვარულით ამარცხებს
ბოროტსაც და ყოველგვარ ბოროტებასაც...სამყარო ასეთებმა შეცვალეს..ამის მაგალითი ქრისტემ
მოგვცა განკაცებით და ცხოვრებით!
უამრავ ადამიანში ვხედავ სასიკეთო
პოტენციალს სწორედ სიფრთხილით
რომ ვერ მოდის მოქმედებაში...თქვენში
დიდი პოტენციალია,მე ასე ვხედავ... და
დღეს იმ ადამიანთა შორის გხედავ,
რომელთა მიზანია რისკიანი მოქმედებით გათითოკაცებული სიკეთის ერთ მუშტად შეკვრა,დღეს ერთ მუშტად შეკრული ბოროტების, უპირველესად ერთ მუშტად შეკრული პოლიტიკური ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად..
ფრთხილი ადამიანი სიფრთხილით იცავს თავს, გამარჯვების ფორმულა კი ბოროტების სიყვარულით დამარცხებაშია...
ისტორიამ დაადასტურა,რომ ხშირად
სიფრთხილე სიტუაციის მონად აქცევს
ადამიანს..
სიკეთით სავსე ადამიანების ერთობას და რისკიან მოქმედებას შეუძლია სიტუაციის სასიკეთოდ შეცვლა ყველგან-სოფლით დაწყებული,
სამყაროთი დამთავრებული..არადა
როგორ არის ამის აუცილებლობა ყველგან...დამყაყდა ირგვლივ ყველაფერი...
სიფრთხილემ მოკლა, გააჩერა პროგრესი საქართველოში და
მივიღეთ ერთი კაცის პოლიტიკური
გემოვნებით მართული 30 წლიანი ეპოქა...მუვიღეთ ის,რომ ამ პერიოდში
ღარიბი გაღატაკდა და მდიდარი
უსაშველოდ გამდიდრდა...მივიღეთ
უზნეო მდიდართა ბატონობა ზნეობრივ
უმრავლესობაზე...მივიღეთ ის,რომ
მდიდარ ქვეყანაში ვცხოვრობთ ღარიბად!
ეს გზა დამღუპველ- დამანგრეველია! ასე ცხოვრება აღარ შეიძლება! ამის შეცვლა არ შეუძლიათ იმათ,რომელნიც სხვას ებრძვიან და
სხვაზე გამარჯვებით ტკბებიან ! ამის
შეცვლა შეუძლიათ მხოლოდ საქვეყნოდ მომართულ,ქვეყნისთვის
მებრძოლ ინტელექტუალებს , ენერგიულებს და პატიოსან ადამიანებს..., მათ რისკიან და გაბედულ მოქმედებას...
სოფია,ყველაფერი ამის თქმა მინდოდა,მაგრამ ვეძებდი ღირსეულს, რომლის მწამს და იმედიც
მაქვს..
მიხარია,რომ თქვენ მომეცით
ამის საშუალება...თქვენ გამორჩეული
ხართ აზროვნებითაც,მოქმედებითაც,
გარეგნობითაც,რაც მთავარია, ვიცი კთილი ხართ და რისკიანიც. ამის დასტურად ბევრი რამის გახსენება შემიძლია ..
ვისურვებდი ერთად ყოფნას
იმ გუნდში,რომელიც მოქმედებს სიკეთით სავსე და რისკიანი,გაბედული
ადამიანების ერთ მუშტად შეკვრისთვის
დღეს ერთ მუშტად შეკრული ბოროტების სიყვარულით დასამარცხებლად!
სიკეთე თქვენთან,
სიკეთე თქვენ ოჯახში,სიკეთე თქვენი
არსებობისა და მოქმედების სივრცეში..
გვეცხოვროს სიკეთით გამარჯვებულ და
ბედნიერებით სავსე საქართველოში!
მისი პასუხი
~~~~~~~~~~
დიდი მადლობა ბატონო თემურ ❤️ თქვენი ყველა სიტყვა, რჩევა და დარიგება მნიშვნელოვანია ჩემთვის ❤️ ღირსეულო ადამიანო❤️❤️❤️
P.S ეს პასუხი ადასტურებს მის კეთილშობილებასა
და დიდსულოვნებას !
დიდი მადლობა,სოფია !" - აშნიშნულია თემურის წერილში




ავტორი: საბა მანთიძე


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »