GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ბესიკ ამირანაშვილი - 2024 წელი ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, წინსვლისა და წარმატების წელი
10
საზოგადოება / საქართველო
ჩემს სამცხე-ჯავახეთსა და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ თითოეული თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის 2024 წელი ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, წინსვლისა და წარმატების წელი, - ამის შესახებ ნათქვამია სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის საახალწლო მილოცვის ტექსტშია ნათქვამი.

აღნიშნულ მილოცვას სამცხე-ჯავახეთის მერია ავრცელებს.

"დღეს ჩვენ ერთად ვაცილებთ 2023 წელს, რომელიც მარტივი არ ყოფილა, ბევრი სირთულითა და რისკით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ იყო მრავალი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით.

წელს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მთელი ქვეყნისა და ქართველი ერისთვის. ჩვენი ხელისუფლების გონიერი ნაბიჯებით კიდევ უფრო დავუახლოვდით ჩვენს ისტორიულ არჩევანს - ევროპულ ოჯახს.

საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით აუცილებლად გახდება ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ქართველი ხალხის საერთო ეროვნული მიზანი მიღწეული იქნება!

მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანასა და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

ვულოცავ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, პოლიციელებსა და მეხანძრე-მაშველებს, ვინც ყოველდღიურად ზრუნავს ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.

გულწრფელი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს – თქვენი ერთგულებითა და თქვენი შრომის შედეგით ამაყობს ჩვენი ქვეყანა.

ვულოცავ ვეტერანებს, ჩვენს უფროს თაობასა და ახალგაზრდებს.

მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ განათლებისა და თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობები შევუქმნათ ჩვენს ახალგაზრდებს. მჯერა, რომ თქვენთან ერთად ახალგაზრდული ენერგიით, ფუნდამენტური განათლებით, ახალ ბიძგს და იმპულსს მივცემთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას.

ახალი წელი ახალი ენერგიით, შემართებით უნდა დავიწყოთ. თავად უნდა შევქმნათ ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ვიამაყებთ ერთად გაკეთებული საქმეებით და შედეგებით.

განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი მინდა მივულოცო ახალი წელი ყველა ბავშვს. მათთვის დღევანდელი დღე ზღაპრულ სამყაროს და ოცნებების ახდენას უკავშირდება. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობას ცხოვრების ღირსეული პირობები შევუქმნათ.

ვულოცავ ჩვენი დიდი ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნების თითოეულ წარმომადგენელს, ვისაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში.

ახალ 2024 წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში.

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, მშვიდობის, წინსვლის, სიკეთის მომტანი წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და სრულიად საქართველოსთვის", - აღნიშნულია ბესიკ ამირანაშვილის მილოცვაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »