მადლობა მელანო დრო რომ დაგვითმეთ , მადლობა იმ ემოციებისთვის რაც თქვენი ცეკვით მიიღო სრულიად ,,ერმა,,.
როდის ჩამოხვედით საფრანგეთში ?
საფრანგეთში ჩამოვედი სამი წლის
ასაკში, მშობლებთან ერთად,ანუ ისეთი შეგრძნება მაქვს ზოგჯერ , თითქოს აქ დავიბადე.. ბაღი, სკოლა, კოლეჯი, ლიცეუმი.. აქ გავიზარდე და როგორც იტყვიან აქ ავიდგი ფეხი.. ჩემთვის საფრანგეთი მეორე სამშობლოა, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო , რომ ქართულად ისე კარგად ვერ ვმეტყველებ როგორც ფრანგულად,არ მაქვს საკმარისი სიტყვის მარაგი, მაგრამ ვცდილობ ძალიან..
თუმცა , ამას ქართული ცეკვებით ვავსებ.. ჩემი სამეტყველო ენა ქართული ცეკვებია..
როდის გადაწყვიტეთ ჩამოგეყალიბებინათ ცეკვის სტუდია ?
ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არც კი ვიცი როგორ აგიხსნათ.. 15 წლის ვიყავი, ნინო რამიშვილის სიტყვები რომ წავიკითხე, ის ამბობდა, ,, რა მოსაწყენია სიცოცხლე მათთვის ვინც არ ცეკვავსო..." ამაზე ზუსტად , მე არ შემიძლია ავხსნა.. ვარ ბიზნეს სკოლის მეორე კურსის სტუდენტი , რა თქმა უნდა მიყვარს ჩემი მომავალი პროფესიაც, მაგრამ , ცეკვა სხვა რამეა ჩემთვის.. სხვა შეგრძნებებია, სხვა ემოციაა... დანარჩენი ყველაფრისთვის ძალას და მოტივაციას ცეკვიდან ვიღებ.. ამიტომ გადავწყვიტე,
შემომეკრიბა , ჩემსავით ცეკვის ხელოვნებაზე შეყვარებული გოგონები და გვეცეკვა ერთად... მე ყველგან მათ გვერდით ვდგავარ სცენაზე.... ჩვენ ერთად ვცეკვავთ... ერთად ვტკბებით , ერთად ვიკარგებით ამ სამყაროში.
რას გაიხსენებთ ყველაზე დამაბრკოლებელს უცხო მიწაზე?
იცით ასეთი არაფერი მახსენდება.. მე იმდენად პატარა ჩამოვედი, რომ ადაპტაცია არ იყო რთული... ენას იმ ასაკში ძალიან მალე ითვისებ, ამიტომ მალევე შევეჩვიე , მალევე მოვერგე ბაღს, მერე სკოლას.. უბრალოდ, როცა წამოვიზარდე და ცეკვის ,,სენი " შემეყარა, მივხვდი რომ სხვა არეალი, სხვა სამყარო მჭირდებოდა.. აქ 8 წელი დავდიოდი , ნიცაში არსებულ ქართული ცეკვის სტუდიებში.. პირველი ჩემი ქორეოგრაფი ტარიელ აკონიასი გახლდათ, შემდეგ ზურაბ ცუცქირიძე.. მაგრამ, უნდა აღვნიშნო ცეკვის ჩემებური სტილის პოვნაში , უამრავი ილეთის და მოძრაობის გააზრებაში გადამწყვეტი როლი მაინც თეა დარჩიამ ითამაშა როცა, ორი წლის წინ , ავიღე პაუზა უნივერსიტეტში და გადავბარგდი თბილისში... იქ ორ სასწაულ ადამიანთან ვეზიარე ქართული ცეკვების ნამდვილ ჯადოქრობას.. თეა დარჩია ,,თედასი" და ნელიკო მძევაშვილი ( სუხიშვილები) ........ იქ მივიღე ის რაზეც ვოცნებობდი .... და როცა ჩამოვედი საფრანგეთში, დანამდვილებით ვიცოდი რაც მინდოდა... ანსამბლის სახელზე ბევრი არ მიფიქრია... ,, მანდილი".. ეს ჩემი უსაყვარლესი სიტყვაა... მიყვარს, ჭრელი, ფრიალა, სიფრიფანა მანდილები რომ აფრიალდება სცენაზე... ამის ყურებას არაფერი მირჩევნია... ჩემი გოგონებიც ჩემი მანდილები არიან.. ფერადები, ლაღები და ნარნარები...
რას იტყვით 20 ნოემბრის დახვედრის ცერემონიალზე , რამდენიმე სიტყვით რომ გადმოგვცეთ თქვენი გრძნობები დღევანდელ დღეზე?
ეს ალბათ ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩვენი ანსამბლისთვის.. ჩვენ ხშირად გამოვდივართ ფრანგების მიერ ორგანიზებულ საღამოებზე, კონცერტებზე.. გასულ წელს მიუზიკლში მივიღეთ მონაწილეობა, საქართველო უნდა
წარმოგვედგინა მაყურებლისთვის ცეკვებით, რომელსაც ვთვლი რომ თავი ძალიან კარგად გავართვით... იქ ქართული დროშით გამოვედით სცენაზე და ნახევარი დარბაზი კარებთან დაგხვდა გამოსვლის დროს.. ათასჯერ გვკითხეს რომელი ქვეყნის დროშა იყო და სად მდებარეობდა ეს სოცარი ქვეყანა, სადაც თურმე ასე ცეკვავენ..
მაგრამ, დღეს ასმაგად ვნერვიულობდი..მეც და ჩემი გოგონებიც..
გვინდოდა ეს დახვედრა ყოფილიყო მათთვის დაუვიწყარი.. ეგრძნოთ როგორ ძალიან ვგულშემატკივრობთ და როგორ მთელი სულით და გულით ვეცადეთ, ჩვენი წილი საქართველო დაგვეხვედრებინა დღეს აქ, ნიცის ლაჟვარდოვანი ცის ქვეშ...
რა გეგმები გაქვთ ახლო მომავალში კონცერტს ხომ არ გეგმავთ?
ჩვენი შემდეგი კონცერტი 7 იანვარს არის დაგეგმილი, შობა დღეს.. ამ ჯერზე პატარა დარბაზში შევიკრიბებით, მინდა შობა დღეს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით შევკრა ადამიანები, ის ადამიანები სამშობლო ასე ძალიან , ძალიან რომ ენატრებათ...
იმ დღეს აეროპორტში რომ დავხვდით ჩვენს გოგო- ბიჭებს, ყველას თვალები მართლა სხვანაირად უბრწყინავდა.... ცოტა ხანში დედაჩემმა თავისი ფ. ბ გვერდზე ასეთ სიტყვები დაწერა , რაზეც მთელი ორი დღე ვფიქრობდი გამუდმებით..
,, რა დალოცვილი რამე ხარ ჩემო საქართველო...
სადაც არ უნდა იყოს შენგან წასული, იქ ჩახვალ , ხელში აიტატებ , აცახცახებულ ხელებში ლოცვად ჩაადნები... მერე ფესვებით გულზე მოუჭერ , ისე რომ არ ატკინო და ცვრის ნამივით , თვალებში შეყინულ ცრემლებს , კოცნით ამოუშროობ... " -
და იცით მივხვდი , რატომ ვღელავდი
ასე ძალიან..... ვღელავდი, ვნერვიულობდი, გული ამოვარდნას მქონდა , იმიტომ რომ იმ დღეს, 20 ნოემბერს
იქ ოთოს, ანასტასია და ნიკოლოზის გვერდით საქართველო მობრძანდებოდა ჩვენთან ……
დიდი მადლობა მელანო , წარმატებებს გისურვებთ