GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?! ქართველი ოჯახის ტრაგედიის დეტალები მკვლელობამდე
904
ემიგრანტები / საფრანგეთი
17 დეკემბრის ტრაგედიის ღამის დეტალები მკვლელობამდე და პასუხგაუცემელი კითხვები

ჩვენი საინფორმაციო GFN დეტალურად ცდილობს გაარკვიოს რა ვითარება იყო მკვლელობამდე და ზოგადათ ოჯახში ბოლო პერიოდში.
გამომდინარე იქიდან რომ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველად ჩვენ გავაჟღერეთ ეს ტრაგიკული ინფორმაცია, როგორც საიტზე ასევე ჯგუფში, დავიკავშირდნენ თვითმხილველები ვისაც ნანახი ჰქონდა ოჯახის არაერთი ძალადობრივი ფაქტი,როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური.

ჯგუფში სტატიასთან ერთად გამოვაქვეყნეთ ეს წერილები სქრინების სახით. რასაც დიდი აგრესია მოჰყვა გარდაცვლილის ახლობლების მხრიდან,მისი ნაცნობები და ახლობლები ითხოვდნენ ამ ინფორმაციების წაშლას.

თვითმხილველების თქმით გავარკვიეთ რომ 2022 წლის 26 მაისს პარიზის პოლიციაში იყო საქმე შესული მაგრამ ლანამ საჩივარი უკან გამოიტანა,ასევე ირკვევა რომ გარდაცვლილს არაერთხელ ჰქონდა პოლიციაში საქმე ძალადობის ფაქტით მაგრამ, ბრალდებული ყოველთვის ახერხებდა მის განთავისუფლებას.
არის ბევრი პასუხ გაუცემელი კითხვები. პასუხები რომელსაც გამოძიებისგან ველოდებით.

ჩვენ ვესაუბრეთ ბრალდებულის დას, ბრალდებულის ოჯახი აქტიურად იყო ჩართული როგორც მოკითხვით ასევე მზრუნველობით, ისინი მუდმივად ეკონტაქტებოდნენ ერთამენეთს. ბრალდებულის და ხშირად ესაუბრებოდა დის შვილებს ლ.ხ.
შაბათი 16 დეკემბერი საფრანგეთის დროით 14:55 საათი
უფროსმა ვაჟმა დაურეკა დეიდას საქართველოში და უთხრა რომ დედა ყველაფერს ყრიდა სახლიდან,გაოგნებულმა დეიდამ უთხრა ბავშვს კამერა შეეტრიალებია რომ ენახა რა ხდებოდა სახლში. ბრალდებულის და ამბობს რომ სახლი მთლიანად თავისუფალი იყო, რომ სახლში არაფერი აღარ ელაგა,
-ბავშვმა მითხრა ტელეფონს გაგითიშავ ეტლს ამოვიტან ამოვალ და დაგირეკავო.ძალიან ავნერვიულდი ბავშვის ეტლი როგორ გადააგდო, გადავრეკე ისევ და მოვისურვე ჩემს დასთან საუბარი მაგრამ არ დამელაპარაკა.
ვითხოვდი დასთან საუბარს მაგრამ ლანა კამერით არ მენახებოდა. ჩატში მამა ჩავრთე ვიფიქრე მამას უარს ვერ ეტყოდა საუბარზე მაგრამ ამაოდ, ლანამ არც მამასთან ისურვა საუბარი, ლანას სურდა საქართველოში წასვლა და მამამ უთხრა რომ სამშაბათამდე მიეცა დრო, გაუგზავნიდა ბილეთების ფულს და წაიყვანდა საქართველოში.
გარდაცვლილი ამბობდა რომ არ სურდა საქართველოში წასვლა, მესმოდა ხმა ჩხუბობდნენ და ლანას უთხრა ,,შენ თუ გინდა წადი საქართველოში მე არსად მოვდივარო,, ამბობს ბრალდებულის და ჩვენთან საუბრისას.
შაბათი საღამო 16 დეკემბერი ტრაგედიამდე 5 საათით ადრე.
-დამირეკა უფროსმა დის შვილმა საფრანგეთის დროით 20:00 საათზე მითხრა რომ მამა სახლიდან წავიდა, დედა და ორი ბავშვი დედას ახლდნენ მამის მოსაძებნად,
რომ მარტო იყო სახლში მის ორ დედმამიშვილთან ერთად, ავნერვიულდი პატარა ტიროდა და კამერით
ველაპრაკებოდი სათამაშოებით ვართობდი რომ დამეწყნარებია ბავშვი. გავიდა დრო და მოვიდნენ სახლში დავინახე ბავშვები და ვიკითხე დედა და მამა თუ იყვვნენ იქ და დამიდასტურეს რომ სახლში იყვნენ ორივე, ჩემი დის შვილი გოგონა ძალიან ტიროდა, ავნერვიულდი ვეკითხებოდი რა ატირებდა მაგრამ პასუხი არ დამიბრუნა. ვითხოვდი დასთან საუბარს მაგრამ არ მოდიოდა კამერასთან. საფრანგეთის დროით 21:20 საათზე მამაისმა ბავშვს დაუძახა რომ ტელეფონი გაეთიშა და გათიშა.
მას შემდეგ კონტაქტზე ვეღარ გავედი.ამბობს ჩვენთან საუბრისას ბრალდებულის და შაბათის დღის შესახებ.
17 დეკემბერი: ღამის 01:00 საათზე ბრალდებულმა დაწერა ორი სტატუსი ფეისბუქზე მსგავსი შინაარსით. 1.,,ჩემი მარადი არის ცუდად ყველამ ჩემთვის ილოცეთ,, 2. ,,ჩემთვის დაიბადე ჩემთვის იცოცხლე სამუდამოდ,,
01:30 საათზე უკვე მეზობლები ცდილობდნენ გარდაცვლილის შველას მაგრამ სამწუხაროდ გარდაიცვალა.

საფრანგეთის მედიის ცნობით მეზობლები გავიდნენ ხმაურზე რადგან ბავშვები ითხოვნენ შველას. ადგილზე მისულმა მეზობლებმა გადარჩენა ვერ შეძლეს,რადგან ის უკვე მომხრჩვალი იყო თოკით.

გავრცელდა ცრუ ინფორმაცია რომ თითქოს ბრალდებული გაიქცა და ეძებდნენ, ბრალდებული ადგილზე დააკავეს, მკვლელობამდე მეზობლებს ესმოდა ჩხუბის ხმა, შემდეგ სიჩუმე ჩამოდგა სანამ ეს ამბავი დატრიალდებოდა.

ექსპერტიზის პასუხები ჯერ-ჯერობით უცნობია იმ მომენტში გარდაცვლილს აღენიშნება თუ არა სისხლში რაიმე ნარკოტიკული ნივთიერება ან რაიმე საძილე პრეპარატი და თუ არ აღენიშნება როგორ შეძლო 28 წლის 1.55სმ ქალმა კაცზე თოკის შემოხვევა და მოხრჩობა?
არ გამოირიცხება რომ ბიჭს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, მიუსწრო ბრალდებულმა შეეცადა შველა, ფსიქოლოგიურად არამყარ მდგომარეობაში მყოფმა ქალმა ვერ გაიგო რა გაეკეთებია,

არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები.

ყველაზე მნიშვნელოვანი,რეალურად ოქროს მოწმეები ბავშვები არიან, საფრანგეთის კანონმდებლობით არასრულწლოვანი ბავშვის დაკითხვა არ შეიძლება. როგორც ჩვენთვის ცნობილია ფსიქოლოგები მუშაობენ ამ საკითხზე.

პ.ს. ჩვენი საინფორმაციო პორტალი დაუკავშირდა ქალთა დაცვის ორგანიზაციებს როგორც საქართველოში ასევე საფრანგეთში.
ასევე გვაქვს წვდომა პოლიციის სოციალთან.
საქმის ყველა დეტალს ვაგზავნით გამოძიებასთან.
გამომდინარე იქიდან რომ ბრალდებულს საფრანგეთში არ ჰყავს ნათესავი ვცდილობთ დავეხმაროთ, რადგან მას მივიჩნევთ ძალადობის მსხვერპლად და ფსიქოლოგიურად სუსტად.
თუ ის დამნაშავეა რამ მიიყვანა ამ ზომამდე?
დაველოდოთ და დავეხმაროთ გამოძიებას.
[b]ლანასთვის გროვდება თანხა ადვოკატისთვის რადგან დღემდე უცნობია ვინ ჰყავს ,,სახაზინო,, ადვოკატი, ამის შესახებ ციხის სოციალი არ საუბრობს.
ჩვენი მიზანია დადგინდეს სიმართლე, განთავისუფლდეს ლანა რომ ხუთმა არასრულწლოვანმა არ დაკარგონ დედაც.
ვისაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ლანას დასახმარებლად დარეკეთ მითითებულ ნომერზე +33651505139

დეტალებს ბრალდებულის ოჯახთან არკვევდა საინფორმაციო პორტალის ჟურნალისტი სოფიო ბასილაშვილი


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »