GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
გიორგი გაბაძე - „ლოკომოტივში“ 250 ოფიციალური მატჩი საკმაოდ ბევრია და საპასუხისმგებლოც
5
სპორტი / საქართველო
გიორგი გაბაძემ თბილისის „ლოკომოტივში“ 250-ე მატჩი ჩაატარა. 28 წლის ფეხბურთელი ამბობს, რომ საიუბილეო თამაში მისთვის ბევრს ნიშნავს.

„12 წლის ვიყავი, როდესაც „ლოკომოტივში“ მოვედი. ამ ასაკიდანვე საკმაოდ კარგად მქონდა გააზრებული, რამდენად დიდ კლუბში ვთამაშობდი. აქ გატარებული წლების რაოდენობაც მეტყველებს იმაზე, „ლოკომოტივსადმი“ როგორი სიყვარული და პატივისცემა მაქვს. მადლიერი ვარ, რომ მათგანაც იგივეს ვგრძნობ. 250 ოფიციალური თამაში, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია და ამავდროულად, საპასუხისმგებლოც. განსაკუთრებით, ერთი კლუბის მაისურით“, – ამბობს გიორგი გაბაძე.

გიორგი გაბაძე რუსეთში, პეტერბურგშია დაბადებული, მაგრამ მთელ კარიერას საქართველოში ატარებს. „ლოკომოტივში“ მაშინ მივიდა, როცა 12 წლის იყო. 2011 წელს მთავარ გუნდში დააწინაურეს. 2013 წელს მხოლოდ ექვსი თვით იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, მაგრამ 2014 წელს „ლოკომოტივში“ დაბრუნდა.

გიორგი გაბაძე იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებების წევრი. 17-წლამდელების შემადგენლობაში ითამაშა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »