GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
Repubblica - „ნაპოლის“ გასახდელში დაძაბული ატმოსფეროა, „სკუდეტოსთვის“ მადლიერების პერიოდი დასრულდა
10
სპორტი / მსოფლიო
„ფროსინონესთან“ იტალიის თასზე, საშინაო არენაზე მტკივნეული მარცხის (0:4) შემდეგ, „ნაპოლის“ დიდი გამოცდა ელოდება, რადგან გუნდს წარუმატებლობას აღარ აპატიებენ და დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ იტალიური გამოცემა Repubblica წერს და დეტალებს ავრცელებს.

„რა მოხდა ლურჯ გასახდელში? ახლა გუნდი დიდი განსაცდელის წინაშეა და „ნაპოლის“ გულშემატკივრების რისხვის თავიდან აცილების მხოლოდ ერთი გზა აქვს: „რომას“ წინააღმდეგ რთულ გასვლით მატჩში, რომელიც 23 დეკემბერს (23:45) „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება, გუნდმა უნდა აჩვენოს, რომ რთულ ვითარებაში გამოსავალს პოულობს. სხვაგვარად, შემდგომ შეცდომებს გუნდის ლიდერებსაც აღარ აპატიებენ.

მაზარი „ნაპოლის“ კრიზისში ჩაეფლო, მაგრამ ყველაფერს პრობლემების მოსაგვარებლად. ფეხბურთელებს სამშაბათს, ღამით „სტადიო მარადონაზე“ მარცხის შემდეგ ტიფოზებმა ობსტრუქცია მოუწყვეს. ეს იმის ნიშანი იყო, რომ წინა სეზონში მოპოვებული „სკუდეტოსთვის“ მადლიერების პერიოდი დასასრულს მიუახლოვდა.

ამის შესახებ ტოსკანელმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ ფეხბურთელებთან გასახდელში მკაფიოდ ისაუბრა, „ფროსინონესთან“ დაშვებული კატასტროფული შეცდომები გააანალიზა და ყველას უბრძანა, სასწრაფო რეაგირება „რომასთან“ ჩემპიონატის მატჩზე მოეხდინათ. ბოლო დღეებში კარგი ამბავი მხოლოდ ისაა, რომ ანგისა და ზელინსკი მოედანს უბრუნდებიან“, – ამტკიცებს გაზეთი.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »