GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
შოთა არველაძე - ვიმუშავებთ და იმედია, „კარაგუმრუკი“ ხვალ უკეთესი გუნდი გახდება
9
სპორტი / მსოფლიო
„ფატიჰ კარაგუმრუკში“ სადებიუტო მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ სუპერლიგაში „გალათასარაისთან“ 1:0 წაგების მიუხედავად, მათ კარგად ითამაშეს.

„ვფიქრობ, კარგი შეხვედრა იყო. „გალათასარაი“ მატჩებს მაღალი პრესინგით იწყებს და ბურთს აკონტროლებდნენ. ეს არის გუნდი, რომელიც ბევრს მოძრაობს და შეტევების კარგად დასრულება ეხერხება. ღია თამაში გამოდგა, სადაც მეტის გაკეთება შეგვეძლო. ბოლო წუთებში ქულის მოპოვების შანსიც გაგვიჩნდა, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ვერ აღწევ ისეთ შედეგს, რასაც იმსახურებ.

„გალათასარაის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, ამ გუნდმა ახლახან „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა, მოუგო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდს, მიუნხენის „ბაიერნს“, რაც მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ბოლო წამამდე თამაშში დავრჩით და იმედი არ დაგვიკარგავს. ვიმუშავებთ და ვიმედოვნებ, რომ ხვალ უკეთესი გუნდი ვიქნებით.

თურქეთის სუპერლიგაში 8 წლის შემდეგ დავბრუნდი. წავედი ქაოსის დროს და ქაოსში დავბრუნდი. ეს ქვეყანა უკეთესს იმსახურებს. თურქეთი მშვენიერი ქვეყანაა. აქ შესანიშნავი სტადიონები და ატმოსფეროა. დიდი ფეხბურთელები მოდიან და თამაშობენ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ. ხვალ შესაძლოა აქაურმა გუნდმა ევროტურნირების მეოთხედფინალში ითამაშოს. ჩვენ ამის შესაბამისად უნდა მოვიქცეთ“, – განაცხადა შოთა არველაძემ.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »