GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ბრიუსელის ქუჩებსა და საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
88
საზოგადოება / საქართველო / მსოფლიო
ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრიუსელში მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. კამპანიის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ბანერები განთავსდა. ავტობუსები და ტრამვაი საქართველოს სარეკლამო ფოტოებით გაფორმდა. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ Led-ეკრანები და სტატიკური ბანერი განთავსდა. ბრიუსელის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია ევროპაში, აეროპორტმა შარშან 19 მილიონამდე მგზავრი მიიღო.

ბელგიაში მიმდინარე კამპანიის მიზანია, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელება, ტურისტული პროდუქტების წარდგენა და უცხოელ ტურისტთა მოზიდვა.

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ სტუმრებს საშუალება აქვთ, გაიცნონ საქართველოს როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე კულტურული მრავალფეროვნება. მიმდინარეობს ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში). მრავალფეროვანი საფესტივალო პროგრამა ასევე მოიცავს თეატრალურ წარმოდგენებს, ლიტერატურულ შეხვედრებსა და ქართული კინოს რეტროსპექტივას, თანამედროვე ქართველი არტისტების პერსონალურ გამოფენებს, მულტიდისციპლინურ პერფორმანსებს, ტრადიციული, პროფესიული და თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კონცერტებს.

„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საზოგადოებისთვის წარდგენისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის“, – – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »