GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საემიგრაციო კანონზე საჩივარი საკონსტიტუციო საბჭოში შევიდა
588
პოლიტიკა / ემიგრანტები / საფრანგეთი
საიმიგრაციო კანონპროექტის საკითხი არ დასრულებულა.

პარლამენტის მიერ სამშაბათს, 19 დეკემბერს საიმიგრაციო კანონის დამტკიცების შემდეგ, მთავრობამ გარკვეული ჩანაწერი არაკონსტიტუციურად აღიარა და განაცხადა, რომ კანონს შესასწავლად გადასცემს საკონსტიტუციო საბჭოს, ასევე მათ მემარცხენეებიც შეუერთდნენ.

საპრეზიდენტო უმრავლესობა იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო საბჭო უარყოს Les Républicains-თან შეთანხმებულ ტექსტს ,საპრეზიდენტო უმრავლესობას სურს რომ საიმიგრაციო კანონი პირველადი სახით შევიდეს კანონიერ ძალაში.

როდის იქნება საკონსტიტუციო საბჭოს დასკვნა?
მიღებისთანავე საკონსტიტუციო საბჭოს აქვს ერთი თვე დასკვნის გამოსატანად, თუ მთავრობა საგანგებოდ განხილვას მოითხოვს მაშინ ნაკლები , მაგრამ TF1-ისა და LCI-ის ინფორმაციით, მთავრობამ არ მოითხოვა საგანგებო დასკვნა და ჯერ კიდევ არ გაუგზავნიათ მისი რეფერალი ამ ხუთშაბათის, 21 დეკემბერის მდგომარეობით.

საკონსტიტუციო საბჭოს მოსაზრებები იანვარში უნდა გამოქვეყნდეს, მაგრამ თარიღი არ არის მითითებული.

რა ზომები შეიძლება შეიცვალოს?
შეიძლება იყოს კანონში ყველაზე კრიტიკული ზომა: უცხოელებისთვის დაწესებული ლოდინის პერიოდი გარკვეული საოჯახო შეღავათების მისაღებად (5 წელი უმუშევართათვის, 3-დან 30 თვემდე სამუშაოსთვის). პროექტის მოწინააღმდეგები მას კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევად მიიჩნევენ, მისი დამცველები ამტკიცებენ, რომ 5-წლიანი ბინადრობის პირობა უკვე არსებობს უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ მიიღონ RSA.
ასევე სტუდენტური დეპოზიტის შესაძლო ცვლილებასთან .
ასევე ოჯახის გაერთიანების გამკაცრებულ საკითხზე ,რადგან ისინი აცხადებენ რომ ენის ბარიერის გამო ოჯახებისთვის გაერთიანების აკრძალვა ადამიანების უფლებების დარღვევაა.

რა გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია საკონსტიტუციო საბჭოს?
საკონსტიტუციო საბჭოს ცხრა წევრს შეეძლება გადაწყვიტოს მთლიანი კანონპროექტის გაუქმება , გარკვეული მუხლების ცვლილება ან ყველა დებულების დადასტურება. საბჭოს წევრებს შორის შეირჩევა ერთი ან მეტი მომხსენებელი, რომელიც განიხილავს საჩივრებს.

წარმოდგენილი იქნება ანგარიში გადაწყვეტილების წინადადებით. შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა, ამ პროცესის დასასრულს, შესაძლოა შემცირდეს ერთი ან მეტი დებულებით, კანონპროექტი შეიძლება გამოქვეყნდეს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »