GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საქართველოს ავიაბაზარზე AUSTRIAN AIRLINES-ი შემოდის
6
საზოგადოება / საქართველო
2024 წლის 2 მაისიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს. ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით დასრულებას. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com) დღეიდან ხელმისაწვდომია.

„1957 წელს დაფუძნებული AUSTRIAN AIRLINES-ი ავსტრიის ოფიციალური გადამყვანია და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ხომალდებს წარმოადგენს“,- აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »