GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ
2
პოლიტიკა / საზოგადოება / საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მუხროვანის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ. შალვა პაპუაშვილსა და დეპუტატებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი ბაზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ოთარ ბერიანიძემ პარლამენტარებს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებმა ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიის ახალი შენობაც მოინახულეს.

მუხროვანში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის სამშენებლო სამუშოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 24 ახალი შენობის აგებასა და სამი ძველი შენობის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე უკვე აშენებულია რვა შენობა და მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. თითქმის დასრულებულია რეინჯერების შენობის მშენებლობა და დაწყებულია გადახურვის სამუშაოები; მიმდინარეობს უზრუნველყოფის შენობის სამშენებლო სამუშაოები; ამოყვანილია სპეციალური დანიშნულების ბატალიონის შენობის სამი სართული.
აღნიშნული ბაზის მშენებლობისთვის 70 მლნ ლარია გათვალისწინებული და დასრულების შემდგომ ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის განთავსების ახალი ადგილი გახდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები პრიორიტეტების მიხედვით ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ეტაპზე შენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზის მშენებლობას გასულ წელს სპეციალური ოპერაციების ძალების დაარსების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი. ერთ-ერთი შენობის ფუნდამენტში კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა ჩადეს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტის – თავდაცვის ძალებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამართვის მკაფიო მაგალითია.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »