GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
კახა კალაძე - დედაქალაქის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს 2024 წლიდან ასი პროცენტით დააფინანსებს
26
საზოგადოება / საქართველო
დედაქალაქის მერია 2024 წლის პირველი იანვრიდან ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლეს ასი პროცენტით დააფინანსებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

„პროგრამის ფარგლებში, ძვირად ღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, ასი პროცენტით დაუფინანსდება პროგრამის ყველა მოსარგებლეს. აღნიშნულ ცვლილებამდე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველი სტატუსის არმქონე პირებს მხოლოდ 80 პროცენტით, რიგ შემთხვევაში კი 50 პროცენტით უფინანსებდა. გადაწყვეტილება პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, თბილისის მერია ერთ პაციენტს წლის განმავლობაში სულ მცირე, 21 600 ლარით და მაქსიმუმ 61 150 ლარით აფინანსებს, მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში კი სულ მცირე, 40 500 ლარით და მაქსიმუმ 65 340 ლარით.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »