GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ეკატერინე იმედაძე - სიხშირული რესურსი, რომელიც „სელფი მობაილმა” 5G-ის დასანერგად გამოიყენა, შეესაბამება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს
4
საზოგადოება / საქართველო
„სელფი მობაილმა” 5G ინტერნეტი საქართველოში დანერგა. მეხუთე თაობის ინტერნეტი სეზონის დადგომასთან ერთად, თავდაპირველად ბაკურიანსა და გუდაურში, ასევე თბილისში – დიდუბესა და დიდ დიღომში იქნება ხელმისაწვდომი.

5G-ის გაშვების ღონისძიება სიტყვით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ გახსნა და კომპანიას აღნიშნული სიახლე მიულოცა.

„მინდა, მივულოცო სელფი მობაილს 5G ინტერნეტის გაშვება საქართველოში, ასევე იმ აბონენტებს, რომლებიც ამ შესაძლებლობით ისარგებლებენ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს ისტორიული ეტაპის დასაწყისია, რადგან ის სიხშირული რესურსი, რომელიც აგვისტოში ComCom-მა აუქციონის სახით გასცა და რომელიც „სელფი მობაილმა” 5G- ის დასანერგად გამოიყენა – შეესაბამება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სტანდარტს და აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც 5G ქსელისთვისაა საჭირო. ამ სიახლით ჩვენ დავდგებით ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და მსოფლიოს სხვა ტექნოლოგიურად მოწინავე სახელმწიფოებია”,- განაცხადა იმედაძემ და ოპერატორს წარმატებები უსურვა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს კომუნიკაციების კომისიამ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად ოპერატორებისთვის აუქციონი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა” მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სხვა ოპერატორების მიერ აუქციონის პირობებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნები, თითქმის სრულად გაითვალისწინა.

აუქციონის ფარგლებში, „სელფი მობაილმა” აიღო ვალდებულება ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი და სრულფასოვანი 5G ინტერნეტი დაენერგა, შესაბამისად, „სელფი მობაილი” ერთადერთი ოპერატორია საქართველოში, რომელიც 5G ინტერნეტის დანერგვისთვის შესაბამის ლიცენზიას ფლობს. 5G – ეს არის ახალი თაობის უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც მანამდე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, შეამცირებს დაყოვნებას და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს.

ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »