ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ წლის ბოლო შეხვედრაში საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთ აუტსაიდერს, „დიუნკერკს“ ესტუმრა და 2:0 გაიმარჯვა.
ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 83 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და „დიუნკერკს“ მე-4 წუთზე გაუტანა. სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა ზან ვიპოტნიკმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.
70-ე წუთზე ვიტალი ნსინბას გადაცემით თავი ჰონდურასელმა თავდამსხმელმა, ალბერტ ელისმა გამოიჩინა და „ბორდოს“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
აუტსაიდერთა ზონაში მყოფმა „ბორდომ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, 19 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე გადავიდა.