რაჭის ტყის მცველები გარემოს დაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის 11 მონაწილე წუხელ, 18 ნოემბერს, სამინისტროს შენობასთან დააკავეს. დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.
ისინი რაჭის ტყეების გასხვისებას აპროტესტებდნენ. მათ რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პროტესტის მონაწილეები რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, ის ხალხის საკუთრებაა.
"გადავწყვიტეთ გაგვეშალა კარავი გარეთ, რაც არის და იყო ჩვენი კონსტიტუციური უფლება, რომელიც რეგულირდება შეკრებისა და მანიფესტის შესახებ კანონით და ყველა უფლება გვქონდა გაგვეკეთებინა და არ იყო ნმადვილად საჭირო ამხელა რაღაც ჭიდაობა და ამბის შექმნა. დავრჩებით აქ და გავაგრძელებთ პროტესტს, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი გუშინ განაცხადა, რომ "არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად" , რადგან გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება ვერ მოხდება.