საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, ვლადიმერ გუცაევმა ევროპულ და ქართულ საკლუბო ფეხბურთს შორის არსებულ სხვაობასა და პრობლემებზე ისაუბრა.
„ჩვენს გადაცემაში საქართველოს ნაკრებზე ბევრი ვისაუბრეთ. ამიტომ შეიძლება დღეს ჩემპიონთა ლიგა განვიხილოთ. კითხვა სხაგვარად დავსვათ და ერთმანეთს ქართული და ევროპული კლუბების დონე შევადაროთ.
მე მსურს ჩემპიონთა ლიგის დონეზე ვისაუბრო და არა ევროპისა და კონფერენს ლიგებზე, სადაც დაახლოებით საქართველოს დონის გუნდები თამაშობენ. მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ბუნებრივია, მინდა, უფრო მაღალ დონეზე იყვნენ, რომ ვიაროთ სტადიონზე და ჩვენი გუნდების თამაშებმა სიამაყე და სიხარული მოგვანიჭოს.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშებს რომ ვუყურებ, ყოველდღიურად ვხვდები, რომ ჩვენსა და ევროპულ კლუბებს შორის უკვე ძალიან დიდი განსხვავებაა. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ დონეს ცოტათი მაინც მივუხალოვდეთ.
საამისოდ, ჩემი აზრით, სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. გვაქვს ნიჭი და პოტენციალი, რომ ფეხბურთი კარგად განვავითაროთ და სერიოზულ წარმატებას მივაღწიოთ. ფაქტია, რომ კარგი ფეხბურთელები წამოვიდნენ – კვარაცხელია, მამარდაშვილი, სხვები, რომლებიც ევროპაში თამაშობენ. თუ სისტემას სწორად ავაწყობთ, ასეთი დონის მოთამაშეების აღზრდა მასობრივი გახდება“, – აცხადებს ვლადიმერ გუცაევი.