GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ომარ თეთრაძე - ფსიქოლოგიურად საქართველოში სამუშაოდ მზად არ ვარ, კარგი პირობები მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს
18
სპორტი / მსოფლიო
ომარ თეთრაძემ „სპორტ 24“-თან ინტერვიუში განმარტა მიზეზები, თუ რატომ აღარ ისურვა კარიერის საქართველოში გაგრძელება. თბილისის „დინამოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა და „საბურთალოს“ ყოფილმა მწვრთნელმა ისაუბრა, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ინფრასტრუქტურა და პირობები.

„საქართველოს ჩემპიონატში მხოლოდ ხუთ გუნდს აქვს კარგი პირობები – ესენია „დინამო თბილისი“, ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „ტორპედო“, წყალტუბოს „სამგურალი“ და გორის „დილა“. დანარჩენი ხუთი გუნდი იძულებულია, სავარჯიშო მინდვრები იქირაოს.

„საბურთალოში“ წელიწადზე ცოტა ნაკლები ვიმუშავე და სექტემბერში წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ახლა, ასე ვთქვათ, თავისუფალი აგენტი ვარ. ბევრმა ქართულმა კლუბმა მიმიწვია, მაგრამ ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი იქ სამუშაოდ.

წარმოიდგინეთ, მატჩის მოახლოებამდე გუნდები თამაშამდე ვარჯიშებს მეტოქესთან ერთად, გვერდით მოედანზე ატარებენ. „საბურთალოში“ მუშაობისას დღეში ორ ვარჯიშს ვერ ვატარებდი. რუსეთში მეორე ლიგის თითქმის ყველა გუნდს აქვს საკუთარი ბაზა. ამით კი ბევრ ქართულ კლუბს არ შეუძლია დაიკვეხნოს“, – განაცხადა თეთრაძემ „სპორტ 24“-თან ინტერვიუში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »