GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დღეს ევროპის ღია პირველობაზე იჭიდავებენ
3
სპორტი / საქართველო / მსოფლიო
კოსოვოს დედაქალაქი პრიშტინა დღეს ევროპის ღია პირველობას უმასპინძლებს. შეჯიბრზე, რომელიც წლეულს პირველად ტარდება, ასპარეზობები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გაიმართება.

ტურნირზე ორი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) გამოვლენ.

ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი პირდაპირ მეორე წრიდან იჭიდავებს. შავდათუაშვილის პირველი მეტოქე ერიკ ჰამსა (დიდი ბრიტანეთი) და მარტინ ჰოიაკს (სლოვაკეთი) შორის გამარჯვებული იქნება.

ლიპარტელიანი მერვედფინალში ესპანელ ხაიონ ეკუისოაინს შეხვდება. წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, მეოთხედფინალში ლელე ნაირნესა (დიდი ბრიტანეთი) და აისენურ კარადაღის (თურქეთი) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 300 ათასი ევროა. თანხები ხუთეულში გასულ ძიუდოისტებზე გადანაწილდება.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »