GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ფუტსალში საქართველოს ნაკრები ერევანში დამარცხდა - უეფა-სგან დასჯილმა სომხეთის გუნდმა ლეგიონერები მაინც ათამაშა
3
სპორტი / საქართველო
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში მეხუთე მატჩი სომხეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა.

ამ შეხვედრამდე ორივე გუნდს ფინეთთან და პორტუგალიასთან ზედმეტი ლეგიონერების თამაშისთვის წაგებები ჩაუთვალეს. ამის გამო საქართველოს ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა მხოლოდ ოთხი ლეგიონერი დაიმატა – ჩიმბა, ბრუნო გომესი, რონინიო და ბრუნო პეტრი.

სომხეთის ნაკრებში კი, უეფა-ს სასჯელის მიუხედავად, მაინც რვა ნატურალიზებულმა ფეხბურთელმა ითამაშა, ესენი არიან: ლუან მიულერი, როდრიგინიო, ჟოან გილერმე, ჟულიუ ზანოტო, ფელიპე პარადინსკი, ნიკიტა ხრომიხი, დენის ნევედროვი და ლუკას როზენსკი.

ერევანში ჩატარებული მატჩი დაძაბული გამოვიდა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეექვსე წუთზე ანგარიში გარეგინ მაშუმიანმა გახსნა, მაგრამ მეცხრე წუთზე წონასწორობა გიორგი ღავთაძემ აღადგინა. მასპინძლებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ნახევარში მოიპოვეს, მათ ვლადიმირ სანოსიანის (26) და როდრიგინიოს (29) გოლებით გაიმარჯვეს.

ელიტ რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში 18:00 საათზე გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება, მატჩზე დასწრება თავისუფალია.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »