GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ლამებს აქვთ ანტისხეულები, რომლებმაც მომაკვდინებელი ვირუსის შტამები გაანეიტრალა
9
საზოგადოება / მსოფლიო
გასტროენტერიტს ადამიანის ნოროვირუსები იწვევს. ვისაც ეს დაავადება ჰქონია, გეტყვით, რამდენად მძიმეა. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ამ სახიფათო და მოუხელთებელი მიკრობებისგან თავდაცვის გზა შეიძლება სრულიად მოულოდნელ ადგილას ვიპოვოთ — ლამების მიერ გამომუშავებულ ციცქნა ნაწილაკებში.

ლამები (Llama glama) აქლემის ოჯახის წარმომადგენლები არიან და ადამიანის მსგავსად, ინფექციების წინააღმდეგ ანტისხეულებს ისინიც გამოიმუშავებენ. თუმცა, აქლემებსა და მის ნათესავებში ეს ანტისხეულები გაცილებით პატარებია, ვიდრე ჩვენს ორგანიზმში; სწორედ ამიტომ უწოდებენ მათ ნანოსხეულებს.

ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა ლამების ნანოსხეულები ნოროვირუსების სხვადასხვა ჯგუფის, ანუ შტამის წინააღმდეგ შეამოწმა. ადამიანებში ყველაზე გავრცელებულია GII.4 ქვეჯგუფი, რომელიც პერიოდულად განიცდის მუტაციას ახალ შტამებად, რომელთა მკურნალობაც საკმაოდ ძნელია.

„ვმუშაობდით ნანოსხეულთან, სახელად M4. ის ძირითადად GII.4 შტამს ბოჭავს. შევამოწმეთ ნოროვირუსის სხვადასხვა შტამების განეიტრალების უნარი, რამაც თავიდან უნდა აგვაცილოს ადამიანის უჯრედის დაინფიცირება“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი ვილჰელმ სალმენი.

M4 ლაბორატორიაში გაზრდილ „მინი-ნაწლავებზე“ შეამოწმეს, რომლებიც GII.4 შტამით იყო ინფიცირებული. ძლიერ მცირე მასშტაბებზე, მკვლევრებმა ნახეს, რომ ლამის ნანოსხეულები ურთიერთქმედებდნენ და ანეიტრალებდნენ GII.4 შტამს და მის უფრო ძველ ვარიანტებს.

როგორც ჩანს, M4 ნანოსხეული ნოროვირუსში ცნობს დამალულ „ჯიბეს“, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ვირუსის ნაწილაკი „სუნთქავს“, რა დროსაც მონაცვლეობს მოსვენებულ და გადიდებულ სტრუქტურებს შორის.



„ვფიქრობთ, რომ გადიდებული მდგომარეობა ვირუსისთვის მნიშვნელოვანია უჯრედის შესაბოჭად და დასაინფიცირებლად“, — ამბობს ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მოლეკულური ბიოლოგი ბიდადი ვენკატარამი.

მიუხედავად იმისა, რომ გადიდებული მდგომარეობა ვირუსს გავრცელების საშუალებას აძლევს, ფრიად მოწყვლადსაც ხდის. ამ ნოროვირუსის ასეთი სუნთქვის შესახებ მეცნიერები აქამდეც იუწყებოდნენ, მაგრამ ახალი კვლევა ადასტურებს, რომ ფორმის ასეთი ცვლილება დაინფიცირებისათვის არის საჭირო.

როგორც ჩანს, M4 ნანოსხეულს ამ გახსნილ „ჯიბეში“ ჩახტომა შეუძლია, რითაც ნოროვირუსი უფრო არასტაბილურ მდგომარეობაში გადაყავს, რომელშიც ის აღარც ისვენებს და აღარც დიდდება. როცა ვირუსის ნაწილაკს აღდგენა აღარ შეუძლია, წყდება გავრცელება.

კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ადამიანებში შემოწმებას საჭიროებს, მაგრამ მეთოდი ნამდვილად იმედისმომცემია იმ ვირუსებთან საბრძოლველად, რომლებიც ყოველწლიურად ასობით მილიონ ადამიანს აინფიცირებენ და 200 000-ს კლავენ; განსაკუთრებული რისკის ქვეშ ბავშვები და ხანდაზმულები არიან.

კვლევის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ეს მეთოდი გამოდგება ნოროვირუსის ამჟამინდელი და სამომავლო შტამების წინააღმდეგ; ასევე უკეთესად გაარკვევენ, ვირუსთა დინამიკას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ვაქცინებზე მუშაობაში.

„აღმოვაჩინეთ, რომ ამ ციცქნა ნანოსხეულს შეუძლია ამოიცნოს ნოროვირუსის ის ნაწილი, რომელიც ერთნაირი აქვს ჩვენ მიერ შემოწმებულ ყველა სხვადასხვა ნოროვირუსს“, — ამბობს სალმენი.

კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »