GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთთან ბოლო წამებზე გაიმარჯვა
1
სპორტი / საქართველო
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები თურქ თანატოლებს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და ბოლო წამზე გატანილი გოლით 2:1 გაიმარჯვა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 12 დეკემბერს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და 1:1 დასრულდა. 17-წლამდელთა ნაკრებიდან ერთადერთი გოლი მატჩის 61-ე წუთზე რეზი დანელიამ გაიტანა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ჩატარებული დაპირისპირებაც გიორგი ჩიტაურის გუნდისთვის მსგავსი სცენარით დაიწყო. მეათე წუთზე თურქეთის 17-წლამდელთა გუნდი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ემირჰან ალთუნდაჯიმ დააწინაურა და სტუმრებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ანგარიში გაათანაბრა. 75-ე წუთზე სტუმრების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც „დინამო თბილისის„ მცველმა, გიგი გლუნჩაძემ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. 83-ე წუთზე რეზი დანელიას გამარჯვების გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ქერემ მატიშლის ვერ აჯობა და სტუმრები გადარჩნენ.

თუმცა, 90-ე წუთზე საგოლე შეტევა სწორედ დანელიას მონაწილეობით განვითარდა. ნიკა ჩიქოვანმა მასთან გაითამაშა ბურთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »