ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს
ესტონეთის ქალაქ ტარტუში 4-იდან 9 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, ღია (დიდები) ასაკობრივ კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა. ქალთა ნაკრები გუნდი წარმოდგენილი იყო ხუთი სპორტსმენით.
47 კგ წონითი კატეგორიაში იასპარეზა მთვარისა ხარძიანმა. მან სამჭიდში საერთო 325 კგ-ით მესამე ადგილი დაიკავა. ქართველი სპორტსმენი ჩაჯდომში 102,5 კგ-ით და წოლჭიმში 67,5 კგ-ით მესამე იყო, ამოწევაში კი 155 კგ- ით - მეორე. საერთო ჩათვლაში მან სამი ბრინჯაოსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
52 კგ წონით კატეგორიაში მონაწილე მარიამ ცეცხლაძემ 275 კგ-ით მეთორმეტე ადგილი დაიკავა.
63 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი ნაკრები წარმოდგენილი იყო ორი სპორტსმენით. სოფიკო კვანჭიანმა 430 კგ-ით მერვე ადგილი დაიკავა (157,5+97,5+175), ხატია ხურცილავამ კი, 375 კგ-ით - მეთორმეტე (147,5+60+167,5).
69 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ნინო ჭრიკიშვილმა და 490 კგ-ით მეექვსე ადგილი დაიკავა (177,5+92,5+220). გუნდურ ჩათვლაში ქალთა ნაკრები 23 ქვეყანას შორის მეცხრე აღმოჩნდა.
მამაკაცებში 74 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა შალვა აკოფაშვილმა და 540 კგ-ით მერვე ადგილი დაიკავა (190+110+240).
120 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა რუბენ ქარქუსაშვილმა, რომელიც 812,5 კგ-ით მეცამეტე ადგილს დასჯერდა (285+205+322,5).
+120 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა 22 წლის თემურ სამხარაძემ. მან 1027,5 კგ-ით პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა (410+237,5+380). გარდა ამისა, ის არის ევროპის რეკორდსმენი დიდებსა და ახალგაზრდებს შორის. ჩაჯდომში მან დაამყარა ოთხი ევროპის რეკორდი - ორი დიდებსა და ორი ახალგაზრდებს შორის 404 და 410 კგ-ით. ამოწევაში ქართველ სპორტსმენს მხოლოდ ერთი მისვლა ჩაეთვალა (380 კგ). მეორე მისვლისას მან მცირე ტრავმა მიიღო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ორი მოძრაობის ჯამით კონკურენტებს საგრძნობლად უსწრებდა და პირველი ადგილი შეინარჩუნა. საბოლოოდ თემურ სამხარაძემ სამჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა. ცალკეულ მოძრაობებში მან დაიმსახურა მცირე მედლები: ჩაჯდომში - ოქრო, წოლჭიმში - ვერცხლი და ამოწევაში - ბრინჯაო.