GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
უილიამ ტომპსონი - წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით
7
პოლიტიკა / საქართველო
შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველო ისევ ლიდერია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ​(OECD) მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის სიაში და ეს რამდენიმე წელია, გრძელდება. 2020 წლის შემდეგ სახეზეა მთელი რიგი გაუმჯობესება და ვფიქრობ, ის უზარმაზარი წარმატება, რომელსაც საქართველომ მიაღწია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განპირობებულია სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოებული თანმიმდევრული პოლიტიკით, – ამის შესახებ OECD-ის გლობალური ურთიერთობისა და თანამშრომლობის ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელმა, უილიამ ტომპსონმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად.

„კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველო, ერთი კომპონენტის გარდა, ყველა მიმართულებით ლიდერია და ეს უპირველესი პრიორიტეტია. მეორე პრიორიტეტია დიგიტალიზაცია და საქართველო ამ თვალსაზრისით მრავალი მიმართულებითაა წარმატებული. მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება უნდა დარჩეს მთავრობის პოლიტიკის მთავარ მიმართულებად. 2015 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ვხედავთ – წარმადობის საშუალო მაჩვენებელი 23%-ით არის გაზრდილი, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი წარმოების კიდევ უფრო გასაფართოებლად“, – აღნიშნა ტომპსონმა.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2024 წლის მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ ლიდერია და რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, პირველ პოზიციას იკავებს. კვლევის პრეზენტაცია საფრანგეთის ქალაქ პარიზში OECD-ის ევრაზიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.

OECD „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსის“ შეფასებას ოთხ წელიწადში ერთხელ ახორციელებს და ქვეყნებს აფასებს ისეთი ხუთი მნიშვნელოვანი სფეროს მიხედვით, როგორიცაა: პასუხისმგებლიანი მთავრობა, სამეწარმეო ადამიანური კაპიტალი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, ბაზარზე წვდომა, ინოვაციები და ბიზნესის ხელშეწყობა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »