GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ექსტრემალური სპორტი - უნიკალური ნახტომი 294 მეტრის სიმაღლიდან
6
სპორტი / მსოფლიო
ამერიკელმა სპორტსმენმა ბრაიან გრუბმა, რომელიც ორგზის მსოფლიო ჩემპიონია ვეიკსკეიტინგში, დაუჯერებელი პროექტი განახორციელა: მსოფლიოში პირველად გააერთიანა ვეიკსკეიტინგი (Wake skating) დრონის გამოყენებით და პარაშუტით ხტომა (BASE jumping).

ეს ტრიუკი პანორამულ აუზში შესრულდა, რომელიც დუბაის ერთ-ერთი სასტუმროს სახურავზე, 294 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და როგორც მსოფლიოში ყველაზე მაღალი პანორამული აუზი, გინესის რეკორდების წიგნშია შესული.

თავდაპირველად სპორტსმენმა დრონის დახმარებით 77-ე სართულზე განთავსებული აუზის ზედაპირზე 94 მეტრი ისრიალა, შემდეგ ტრამპლინზე ავიდა და პარაშუტით ძირს წარმატებულად დაეშვა. ეს უნიკალური ტრიუკი ექსტრემალური სპორტის ისტორიაში WakeBase სახელით შევიდა, მისი განხორციელება სპორტსმენმა 7 წლის წინ ჩაიფიქრა.

დუბაი ცნობილია, როგორც სპორტის ექსტრემალური სახეობების ჰაბი და თავგადასავლების მაძიებლებისთვის გასაოცარი მიღწევების ცენტრალური ადგილი.

„ტრიუკის დაგეგმვისას ჩვენ მაღალ ადგილს საცურაო აუზით ვეძებდით. არჩევანი დიდი არ იყო. ბოლოს აღმოვაჩინეთ შესაბამისი სასტუმრო დუბაიში, რომელსაც ყველაზე მაღალი პანორამული საცურაო აუზი აქვს მსოფლიოში. შენობა, თითქოს, სპეციალურად ჩვენთვის იყო დაპროექტებული. როგორც კი თვალი მოვავლეთ, მივხვდით, რომ ჩვენი ნამდვილი მისიაც დაიწყო“, – აღნიშნა ბრაიან გრუბმა.




ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »