GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
კოკა კაციტაძე „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა
2
პოლიტიკა / საზოგადოება / საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, მოადგილე ნათია სონღულაშვილთან ერთად, „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) რეგიონული პროგრამის ხელმძღვანელს, მაშა ჩიჩენკოვასა და ბავშვის უფლებათა პროგრამის კოორდინატორს, ლორა ოლმალეს შეხვდა.

OMCT – არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო კოალიციაა, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან ბრძოლის მიზნით, 200 წევრ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაცია“ (OMCT), წამების საწინააღმდეგო კომიტეტისა (CPT) და გაერო-ს ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციის (CRC) თაობაზე შეხვედრებისთვის ალტერნატიული ანგარიშების კოორდინაციას უზრუნველყოფს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის წარმომადგენლები საერთაშორისო კოალიციის წევრებს 2023 წლის სექტემბერში, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შეფასებისა და შემდგომში გაერო-ს შესაბამის კომიტეტში წარდგენილი ანგარიშის განხილვაში მონაწილეობის მიღების მიზნით იმყოფებიან.

კოკა კაციტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამსახურის მანდატის ფარგლებში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. ასევე, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სამსახურის ინიციატივით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო გეგმები, რომელთა მიზანს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პრევენციული ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და გამოძიების პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის საკითხებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა „წამების წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ (OMCT) რეგიონალური პროგრამის წარმომადგენლებს სამსახურის საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »