GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
„სიენენზე“ ქართული ღვინის შესახებ სტატია გამოქვეყნდა - „ქართული ღვინის ისტორია - 8 000 წლიანი უწყვეტი რთველი“
10
კულტურა / საზოგადოება / მსოფლიო
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ამერიკულმა ტელეკომპანია „სიენენმა“ ოფიციალურ გვერდზე სტატია სათაურით „ქართული ღვინის ისტორია – 8 000 წლიანი უწყვეტი რთველი“ გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატიაში აღნიშნულია იმ სამეცნიერო დასკვნაზე, რომელიც ასაბუთებს, რომ ღვინის დაყენების 8 000 წლიანი ისტორია სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო.

„ვაზის გაშენებისთვის ხელსაყრელი, ზომიერი კლიმატით დაჯილდოებული საქართველოს ლანდშაფტი 525-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშის სამშობლო გახდა. სახელგანთქმული ალაზნის ველი, კავკასიონის მთების ფონზე, მეღვინეობის თავშესაფარია, კარგად გაჟღენთილი, მინერალებით მდიდარი ნიადაგების კომბინაციით და სიმაღლით, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ გემოებსა და არომატს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაყენების კულტურა, რომელიც დაიწყო 8000 წლის წინ, არათუ ოდესმე დავიწყებას მიცემია, არამედ უფრო მეტად განვითარდა და გაძლიერდა. ქართული მევენახეობის ყველაზე გავრცელებული რიტუალი ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაა. მიწაში ჩაფლული დიდი კონუსისებრი თიხის ჭურჭლის გამოყენება, დუღილის დროს ტემპერატურის ბუნებრივი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, რაც მას უნიკალურ ტექსტურას და კომპლექსურობას ანიჭებს“, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო სავაჭრო კავშირებს ევროპასთან, აზიასთან და ახლო აღმოსავლეთთან.

ფრაგმენტი სტატიიდან: „იმის გამო, რომ ქვევრი „იუნესკო-ს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, საქართველოს უძველესი მეღვინეობის პრაქტიკა კვლავაც გლობალურად მიმზიდველია. თუ გსურთ, აღმოაჩინოთ მეღვინეობის სამშობლო, საქართველო, ქართული ღვინო ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებს ღვინის დაყენების პროცესს ნიადაგიდან ბოთლამდე.

სტატიაში საუბარია ასევე ქართულ სამზარეულოზე, საქართველოში დამკვიდრებულ ღვინის ფესტივალებზე და ღვინის ტურებზე, რაც იზიდავს როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე ტურისტებს“, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »