GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
შოთა არველაძემ „ფატიჰ კარაგუმრუქთან“ პირველი ვარჯიში ჩაატარა
6
სპორტი / მსოფლიო
შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის გუნდი „ფატიჰ კარაგუმრუქი“ ჩაიბარა და ფეხბურთელებთან პირველი ვარჯიში გამართა, – ინფორმაციას და ფოტოებს კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

სუპერლიგის გუნდის ერთ-ერთი აქციონერი არჩილ არველაძეა. გუნდი ალფარსლან ერდემს დაშორდა და ქართველ მწვრთნელთან შეთანხმებას სწრაფად მიაღწია. შოთა არველაძემ პირველ საწვრთნელ პროცესზე მოთამაშეებს საკუთარი გეგმა გააცნო.

50 წლის ქართველს სპეციალისტს ექვს სხვადასხვა გუნდში უმუშავია. შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ სამწვრთნელო კარიერა ლუი ვან გაალთან ნიდერლანდების „ალკმაარში“ (2008–2010) ასისტენტის რანგში დაიწყო, შემდეგ კი დამოუკიდებლად საქმიანობდა.

„ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი წვრთნიდა თურქულ „კაისერს“ (2010–2012), „კასიმპაშას“ (2012–2015), „ტრაბზონსფორს“ (2015). 2016–2017 წლებში თელ-ავივის „მაკაბიში“ იყო, 2017–2020-ში – ტაშკენტის „პახტაკორში“, ხოლო 2022 წელს ინგლისურ „ჰალ სიტის“ ავარჯიშებდა.

მწვრთნელის რანგში მან 373 მატჩი ჩაატარა, აქედან შოთა არველაძის გუნდებმა 189-ჯერ მოიგეს, 76-ჯერ ფრედ ითამაშეს და 108 მატჩი წააგეს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »