ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ პორტუგალიურ „ბრაგას“ უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და პლეი ოფში გავიდა.
პლეი ოფში გასასვლელად ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში „ნაპოლის“ ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც აწყობდა, სტუმრებს კი, მინიმუმ, 2-ბურთიანი სხვაობით მოგება. ამან თამაშის ხასიათი განაპირობა.
პორტუგალიელებმა პირველივე წუთებიდან შეუტიეს, მაგრამ ანგარიში იტალიელებმა მე-9 წუთზე აგხსნეს – ჯოვანი დი ლორენცოს გადაცემის შემდეგ ბურთი საკუთარ კარში „ბრაგას“ თურქმა მცველმა, სერდარ საატჩიმ ჩაჭრა.
33-ე წუთზე კი შეტევა კვარაცხელიამ განავითარა – მარცხენა ფლანგზე კარგი გადაცემით ნათანს ბურთი შეტევაში გააყოლა, რომლის გადაცემითაც ვიქტორ ოსიმენმა პორტუგალიელების კარი მეორედ აიღო და „ნაპოლიმ“ ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმში ყველაზე რეალური საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა, რომელიც ჯაკომო რასპადორიმ შესანიშნავი გადაცემით კარის წინ დატოვა, მაგრამ საქართველსო ნაკრების ლიდერის დარტყმა მეკარემ მოიგერია და „ბრაგა“ აშკარა გოლისგან გადაარჩინა.
„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი 10 ქულით დაასრულა, მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.