თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ნახევარმცველის, თენგიზ სულაქველიძის სახელობის თასის გათამაშება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუხის აკადემიის გამარჯვებით დასრულდა.
თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის თასზე 15-წლამდელთა გუნდები თამაშობდნენ. მატჩები თენგიზ სულაქველიძისა და „ინტერის“ აკადემიების სტადიონებზე გაიმართა.
მთავარი ჯილდოსთვის ოთხი ქვეყნის რვა გუნდი იბრძოდა. საქართველოს სამი გუნდი წარმოადგენდა: მასპინძელი თენგიზ სულაქველიძისა და „ინტერი საქართველოს“ აკადემიები, ასევე ფეხბურთის ფედერაციის რუხის აკადემია. ყაზახეთიდან – „ასტანას“ აკადემია, „დიუშ კუსტანაი“ და „ალტაი ალმაატა“, სომხეთიდან – ერევნის „არარატის“ ასაკობრივი გუნდი, ხოლო უზბეკეთიდან – ტაშკენტის „ფახთაქორის“ 15-წლამდელები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუხის აკადემიამ გადამწყვეტ მატჩში „ინტერი საქართველოს“ აკადემია პენალტების სერიაში დაამარცხა. მესამე ადგილზე კუსტანაის „დიუშ კუსტანაი“ გავიდა, მეოთხე ადგილი კი თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდს ერგო.
ტურნირი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საუკეთესო ფეხბურთელი სფფ-ის რუხის აკადემიის მოთამაშე ანდრია ქობულიძე გახდა.