გამარჯობა ზურაბ, მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ ჩვენი სტუმარი.
-დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის
-თქვენ ხართ ქორეოგრაფი და გყავთ ანსამბლი ქალაქ ნიცაში, მოგვიყევით როდის ჩაუყარეთ საფუძველი ამ საქმეს და რა ეტაპები გაიარეთ დღემდე რა მიღწევები გქონდათ და ა.შ.
-2017 წელს დავაარსე ქართული ხელოვნების ასოციაცია “დეისი” და გავხსენი ქართული ცეკვის ქორეოგრაფიული სტუდია, მინდოდა ყველა ემიგრანტი მოზარდი მომექცია ერთ ძალიან ლამაზ სივრცეში რასაც სარეპეტიციო დარბაზი ქვია და გამეზიარებიმა ჩემი ცოდნა მათთვის, მესწავლებინა ქართული ცეკვა, მართალია მრავალი სირთულეები მხვდა წილად მაგრამ მე ეს შევძელი და დღეს ამაყი ვარ რადგან აქ ამხელა საფრანგეთში პატარა საქართველო შევქმენი, უამრავ ღონისძიებაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ნახევარი საფრანგეთი იცნობს ანსამბლ “დეისს”
-რატომ ,,დეისი,, საიდან მოდის ეს სახელი?
-მე ემიგრანტი ვარ 2013 წლიდან მას შემდეგ საქართველოში არ ვყოფილვარ, “დეისი” ეს არის ხარაგაულის რაიონის ულამაზესი სოფელი საიდანაც მოდის ჩემი ფესვები, დეისი ასოცირდება ჩემს ბავშვობასთან, მინდოდა ჩემი ბავშვობა და ქართველი ემიგრანტი ბავშვები გამეერთიანებინა, აქაც მქონოდა “დეისი”
-რამდენად მოთხოვნადია და რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებიან მშობლები რომ ბავშვები აზიარონ ქართულ ხელოვნებას. დღეს რამდენი ბავშვისგან შედგება ანსამბლი?
-ძალიან მოთხოვნადია, ჩემი ანსამბლი “კოვიდამდე” შედგებოდა 120 ბავშვისგან, რადგანაც საფრანგეთის 6 ქალაქში და შვეიცარიის 2 ქალაქში მქონდა გახსნილი სტუდიები, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ნიცის სტუდიას ვამუშავებ, შეძლებისდაგვარად ცდილობენ
მშობლები რომ ატარონ თავიანთი ბავშვები მაგრამ გაცდენებიც ძალიან ხშირია (მე მესმის მათი)
-ძალიან საინტერესოა გქონდეს ერთი ანსამბლი რვა ქალაქში, ეს დიდი ღვაწლია ნამდვილად, დადასაფასებელი რომ აკეთებთ ქართულს საქმეს.
თქვენი პირველი კონცერტი რომ გაიხსენოთ და ემოციები როგორი იყო, გახსოვთ?
-სულ რამოდენიმე თვის დაწყებული გვქონდა რეპეტიციები როცა ქალაქ ნიცის მერიიდან მივიღეთ შემოთავაზება ფესტივალზე მონაწილებაზე,მე რა თქმა უნდა დავთანხმდი, მშობლებიც და ბავშვებიც ძალიან მონდომებით დამიდგნენ გვერდში არანაირი რეპეტიციის გაცდენა არ იყო იმ პერიოდში და ჩვენც ნორმალურად წარვსდექით მაყურებლის წინაშე წარმოიდგინეთ 5 წლის ბავშვიც კი მონაწილეობდა, მათი თვალები არ დამავიწყდება ჩვენი ნომრის შემდგომ გაოცებული ფრანგი მაყურებელი ტაშს რომ უკრავდა, ძალიან დიდი ემოციები იყო ამას ვერ აგიღწერთ.
-თქვენთვის როგორია სამშობლოს მონატრება?
-ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა, ჩემი თბილისი ჩემი დეისი, ჩემი ხალხი, ალბათ ამ მონატრებამ შემაძლებინა აქ ამდენი რომ ვემსახურო ქართველ ბავშვებს, ჩემს ქვეყანას ვუსურვებ გამთლიანებას,ურთიერთსიყვარულს და პატივისცემას.
-დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ასევე თქვენს ანსამბლს.
ჩვენს მკითხველს კი გეტყვით რომ ქართული ცეკვის ანსამბლის მისამართია ნიცა 18 avenue Thiers 06000 Nice-ville