GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა შანხაის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილესთან
5
პოლიტიკა / საქართველო
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის დელეგაციის წევრები, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ შანხაის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჟიო ჰუილინს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ შეხვედრაზე ისაუბრა ქართულ-ჩინური ურთიერთობების დინამიკურ განვითარებაზე და იმ პერსპექტივებზე, რაც განათლებისა და მეცნიერების, ასევე ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით შანხაისთან, შესაძლოა, განვითარდეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის 2023 წლის ივლისში გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე. გივი მიქანაძემ და დელეგაციის წევრებმა მასპინძლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, განათლებისა და მეცნიერების სისტემაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ჟუო ჰუილინმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, გამოხატა მზაობა და მნიშვნელობა მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების თაობაზე. მან საქართველოს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის თაობაზე სურვილი გამოთქვა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციაზე სამომავლო ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაცია სახალხო კონგრესის ჰონგქიაოს რეგიონულ წარმომადგენლობას ესტუმრა და გაეცნო მის საქმიანობას. შანხაის ურბანული დაგეგმარების საგამოფენო დარბაზში კომიტეტის წევრები გაეცნენ შანხაის განვითარების მოდელსა და სამომავლო განვითარების გეგმებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბაია კვიციანი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე. დელეგაციის შეხვედრას ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ შარაშენიძე და საელჩოს სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »