GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწია
3
პოლიტიკა / საზოგადოება / მსოფლიო
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.

„ბიბისის“ ცნობით, 36-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად ევროკავშირის საბჭომ, ევროკომისიამ და ევროპარლამენტმა შეათანხმეს ხელოვნური ინტლექტის მარეგულირებელი წესები.

ეს მსოფლოში პირველი საკანონმდებლო ბაზა იქნება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას არეგულირებს.

საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტი მომავალი წლის დასაწყისში უყრის კენჭს, თუმცა კანონმდებლობა სულ მცირე 2025 წლამდე არ ამოქმედდება.

შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა ინიციატივას ისტორიული უწოდა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მკაფიო წესებს ადგენს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის აქტი დაეხმარება ისეთი ტექნოლოგიების განვითარებას, რომლებიც საფრთხეს არ უქმნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და უფლებებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან კანონპროექტი შეაფასა როგორც უნიკალური სამართლებრივი ჩარჩო ისეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, რომელსაც შეგიძლია, ენდო.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების წესების შემუშავებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთსაც.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »