GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ოთხი გოლი ოთხ შეხვედრაში - გიორგი გულიაშვილმა ბოსნიაში ისევ გაიტანა
4
სპორტი / მსოფლიო
გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში შესანიშნავი თამაში ჩაატარა მოსტარის „ველეზის“ შემადგენლობაში, რომელმაც გასვლაზე „ზელეზნიჩარი“ 1:0 დაამარცხა.

ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ლიდერი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო, 86 წუთი ითამაშა და მატჩის გმირი გახდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მთავარი ამბავი მეორე ნახევარში მოხდა. 67-ე წუთზე გულიაშვილმა მოსტარის „ველეზი“ დააწინაურა და როგორც მერე გაირკვა, ერთადერთი გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ბოსნია-ჰერცეგოვინის პრემიერ ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ მოსტარის „ველეზმა“ 32 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გადავიდა და ლიდერ „ბორაცთან“ ჩამორჩენა შვიდ ქულამდე შეამცირა.

22 წლის ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ხუთი გოლია. აღსანიშნავია, რომ მან ბოლო ოთხ მატჩში მეოთხე გოლი გაიტანა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »