GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე შანსით ვერ ისარგებლა - „ნაპოლი“ „იუვენტუსთან“ დამარცხდა
11
სპორტი / მსოფლიო
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში პრინციპულ მეტოქეს, „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

სერია A-ს მე-15 ტურში ნეაპოლელები „ბებერ ქალბატონს“ ტურინში ესტუმრნენ და თამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს.

28-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელია მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი მომენტით ვერ ისარგებლა, მან ბურთი კარს ააცილა. ამ მომენტმა ხვიჩა მწყობრიდან გამოიყვანა, რაც შესვენებამდე სხვა ეპიზოდზე აისახა და ყვითელი ბარათიც მიიღო. მიზეზი ფედერიკო გატისთან მცირე ინციდენტი აღმოჩნდა, რომელიც აუტის მოწოდებაში ხელს უშლიდა, კვარაცხელია გაბრაზდა და მას ზურგზე ბურთი მიარტყა.

მეორე ტაიმის დასაწყისში „იუვენტუსმა“ თავისი შანსი გამოიყენა. გოლი 51-ე წუთზე სწორედ შეტევაში ჩართულმა ტურინელთა მცველმა, გატიმ გაიტანა.

ამის შემდეგ „ნაპოლი“ თამაშის ბოლომდე შეტევას ცდილობდა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტის შექმნას ვერ ახერხებდა. 87-ე წუთზე კი კვარაცხელია შეცვალეს.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორედ დამარცხდა და 15 ტურის შემდეგ 24 ქულით მეექვსე ადგილზეა.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »