ბათუმის „დინამოს“, რომელიც ახლახან დასრულებული ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა, საჩემპიონო სეზონის დასრულების შემდეგ მშობლიურ ქალაქში საზეიმო მსვლელობა მოუწყვეს.
მსვლელობა „ბათუმი არენიდან“ დაიწყო და გუნდმა რუსთაველის ქუჩის გავლით სასტუმრო „რედისონთან“ გადაინაცვლა – შემდეგ იყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, „6 მაისის პარკი“, გორგილაძის ქუჩა და ზეიმი ისევ „ბათუმი არენაზე“ დასრულდა.
გულშემატკივარებმა სტადიონზე ფეხბურთელებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები, ვიდეოები და ერთად აღმართეს საჩემპიონო ფარი.
„პირველ რიგში, გვსურს ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ გულშემტკივრებს მხარდაჭერისთვის – რომ არ იშურებდით დროს და ენერგიას გექომაგათ საყვარელი კლუბისთვის როგორც საშინაო, ასევე გასვლით თამაშებზე. არ უშინდებოდით ცუდ ამინდს და გრძელ მანძილს“, – წერია ბათუმის „დინამოს“ მიმართვაში.