GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ
3
საზოგადოება / საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.

„6 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თავდაპირველად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე შეხვდნენ, შემდეგ კი მიღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან გაგრძელდა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა და მღვდელმთავრებმა საქართველოს ეკლესიის წარსულსა და თანამედროვე მდგომარეობაზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„დიპლომატებმა ჩვენს ქვეყანას მიულოცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება და დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. აღნიშნეს ისიც, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და რომ ეს დაახლოება არის ბუნებრივი, რეალური და შემდგომი პერსპექტივის მქონე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მიღებისას თითოეულმა ელჩმა პირადად გამოხატა თავისი დამოკიდებულება საქართველოსა და საქართველოს ეკლესიისადმი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოჯახი საქართველოს გარეშე სრულყოფილი არ არის, რომ ქართული ქრისტიანული უნიკალური კულტურა და ტრადიციები მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე საერთო ევროპული სივრცისთვის. მან ასევე განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი იმ დადებითი შეფასებისთვის, რითიც მისი უწმინდესობა გამოეხმაურა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის რეკომენდაციის მიღებას.

ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა დიდი სიყვარული და პატივისცემა დაადასტურა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი; ამასთან დასძინა, რომ იგი აქ უკვე ასობით ადამიანს შეხვდა და ყველა განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა მის უწმინდესობასთან ურთიერთობას. დღევანდელი გულთბილი შეხვედრა კი მისთვის ამ ადამიანების დამოკიდებულების ნათელი დადასტურებაა.

დიპლომატებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საიუბილეო თარიღები – დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წელი მიულოცეს, აღნიშნეს, რომ განსაკუთრებულია საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი უწმინდესობის როლი საქართველოს განვითარებაში და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს მას.

თავის მხრივ, მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ვიზიტისთვის და ჩვენი ქვეყნის თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მოღვაწეობა უსურვა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მიღებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი, ვატიკანის საელჩოს წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ისრაელის, იტალიის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ირანის, ნიდერლანდების, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, რუმინეთის, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, მალტის, იაპონიის, ჩეხეთის, შვედეთისა და სლოვენიის ელჩები.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »