საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იანოშ ლატორცაის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში უნგრეთის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და უნგრეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას.
„ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერის განცხადებით, უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
ირაკლი კობახიძემ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.