GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში სტუდენტებს ღვინის ხარისხთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ
7
საზოგადოება / საქართველო
მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფ ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს ღვინის ქიმიაზე, ზადებსა და დაავადებებზე სემინარი ჩაუტარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მონაწილეები ღვინის ლაბორატორიული კვლევის მნიშვნელობას, ღვინის ხარისხზე გარემო ფაქტორების გავლენას და რთველის სწორედ წარმართვის მნიშვნელობას გაეცნენ.

„ახალგაზრდებმა, ღვინის ზადებისა და დაავადებების გამოვლენის მიზნით, დეგუსტაციაში მიიღეს მონაწილეობა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მმართველობაში მყოფი ღვინის ლაბორატორია ქართული ღვინის ხარისხის სისტემების ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მისი ძირითადი ფუნქცია ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ლაბორატორიული კონტროლი და მევენახეთა და ღვინის მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერაა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »