საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტში ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის მოსმენა გაიმართა
30 ნოემბერს, საფრანგეთის სენატში ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟან-ფრანსუა რაპენის სპეციალური მოწვევით ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის მოსმენა გაიმართა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგზე, მათ შორის ევროკომისიის 12 რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე და საქართველოს, როგორც ევროპისთვის გეოსტრატეგიული მდებარეობის მქონე ქვეყნის, როლზე ისაუბრა.
მოსმენას ესწრებოდნენ ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრები, საფრანგეთში წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ექსპერტები და მკვლევრები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.