" რა ხდება აფხაზეთში". ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
ნოემბრის თვეში, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ადმინისტრაციამ მოამზადა და პარლამენტის სხდომაზე სარატიფიკაციოდ გაიტანა სამთავრობო შორისი შეთანხმების კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა შეღავათებს იმ რუსი მეწარმეებისთვის, რომლებიც განახორციელებდნენ საინვესტიციო პროექტებს რესპუბლიკაში. აღნიშნულმა კანონპროექტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სამთავრობო ოპოზიციაში, რის გამოც
თანამდებობიდან გადადგა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ვადამდელი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის სავარძელი ვიცე-პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ დაიკავა...
ამასწინათ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარემ უარი განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის წლის ბოლომდე გათვალისწინებული 1,8 მილიარდი რუბლის ოდენობით თანადაფინანსებაზე. სიტუაცია რესპუბლიკაში საგანგაშოა, რადგან დაფინანსების გარეშე დარჩა ყველა სფერო, გარდა საპენსიო უზრუნველყოფისა. დაფინანსება შეუწყდათ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ქვეყნის თავდაცვის, სასაზღვრო და სამართალდამცავ ორგანოებს, უხელფასოდ რჩებიან მასწავლებლები და ექიმები, შეფერხებებია რუსეთში მანდარინის შეტანაზე. აფხაზეთს ემუქრება ენერგო კრიზისი, საფრთხის ქვეშ დგება საავადმყოფოების და სხვა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების მომარაგება ელექტროენერგიით.
ბოლო ცნობებით, წყლის კატასტროფულად დაბალი დონის გამო, გაითიშა ენგურჰესი. იმის გამო, რომ აფხაზეთს დაუგროვდა დიდი დავალიანება, რუსული მხარე უარს ამბობს დეფაქტო რესპუბლიკისთვის ელენერგიის მიწოდებაზე. ქვეყანა გადავიდა დენის მიწოდების წყვეტილ რეჟიმზე ...
მოკლედ, აფხაზებმა ჯერ საქართველოზე თქვეს უარი, ახლა კი, ისე სჩანს, რომ არც რუსეთი ეპიტნავებათ დიდად...
რაც შეეხებათ რუსებს, დევმა წყალი გადაკეტა, რატომ შესაწირი არ მოგიტანიათო...