არის ახალი
მსოფლიო ჩემპიონი!
სულ რამოდენიმე საათის წინ, სინგაპურში დამთავრდა მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის, ამ ტიტულის მფლობელ, 32 წლის ჩინელ დიდოსტატს, დინ ლიჟენსა და პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულ, 18 წლის ინდოელ მოჭადრაკეს, გუკეშ დომარაჯუს შორის. მატჩში გათამაშდა 14 პარტია. ბოლო ტურის წინ ანგარიში საყაიმო იყო, 6,5-6,5. მე14-ე პარტიაში, საყაიმო პიზიციაში, ჩინელ მოჭადრაკეს უხეში შეცდომა მოუვიდა და მატჩი წააგო, ანგარიშით 7,5-6,5...
ალბათ სიმბოლურია, რომ საჭადრაკო ოლიმპზე ამ თამაშის სამშობლოს წარმომადგენელი ავიდა და თანაც 18 წლის ასაკში. ასეთი ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი საჭადრაკო სამყაროს ხომ ჯერ არ ჰყოლია...
18 წლის გუკეში მსოფლიოს რიგით მე18-ტე ჩემპიონია!
ასე რომ, მივულოცოთ ახალგაზრდა ინდოელ მოჭადრაკეს ჭეშმარიტად დიდი წარმატება და ვუსურვოთ წარმატებები...