GEORGIA FRANCE NEWS
Info French »
მთავარი პოლიტიკა კულტურა სპორტი ჯამრთელობა საზოგადოება ფოტოგალერეა ინტერვიუ ემიგრანტები მოგზაურობა განცხადება კონტაქტი
კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ სტატისტიკას აქვეყნებს
3
საზოგადოება / საქართველო
საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის პირველი ნოემბრიდან 2023 წლის პირველ დეკემბრამდე 509 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 285 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნულ სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 123 საქმეზე 83 შეთანხმება გააფორმა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება, საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

„კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის 69 საქმეზე გაფორმებულ 45 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 50 დარღვევის ფაქტი 65 საქმეზე, ხოლო 7 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 9 მოვაჭრეს 20 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა. ამ დროისთვის დარღვევის დადასტურების 12 საქმეზე 9 შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები მოვაჭრის მხრიდან სრულად შესრულებულია.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 63% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 37% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს იკავებენ: აჭარა – 6%, იმერეთი – 4% და კახეთი – 2%.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა – 172, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე – 150, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე – 48, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე – 26, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე – 18, ხოლო სხვა დანარჩენზე 95 განაცხადი.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 65%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება – 16%-ს, მშენებლობა – 5%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება – 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 10%-ია.

ინფორმაციისთვის: ნებისმიერ პირს, დარღვევის ჩადენიდან 2 წლის ვადაში უფლება აქვს, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს. სააგენტო საქმის შესწავლას იმ შემთხვევაში იწყებს, თუ აქვს ინფორმაცია, რომ ირღვევა ან, შესაძლოა, დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლებები.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს დარღვეული უფლების აღდგენას ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, ხოლო 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 598 05 4422 და ელ-ფოსტა: consumer@gnca.gov.ge“,- აღნიშნულია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მიღებულ სტატისტიკას აქვეყნებს



ნავიგაცია

საქართველო 919 არჩევნები 2024 10 საფრანგეთი 326 მსოფლიო 513 პოლიტიკა 439 კულტურა 101 სპორტი 516 ჯანმრთელობა 34 საზოგადოება 511 ფოტოგალერეა 0 ინტერვიუ 6 ემიგრანტები 135 მოგზაურობა 14 განცხადება 9 Info French 13 კარიერა 2


გვერდი
ჯგუფი
არხი

გამოკითხვა

ემიგრანტი ხართ?

კალენდარი

«    იანვარი 2025    »
ორსმოთხთპრშბკვ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არქივი

დეკემბერი 2024 (17)
ნოემბერი 2024 (25)
ოქტომბერი 2024 (50)
სექტემბერი 2024 (33)
აგვისტო 2024 (4)
ივლისი 2024 (30)

TOP სიახლე


შემოგვიერთდით facebook-ზე


მეგობარი საიტები

site »