ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთთან და ჩინეთთან „კარგ ურთიერთობას“ შეძლებს.
ამის შესახებ მან X პლატფორმაზე ბლოგერთან და კრიპტოვალუტის აქტივისტთან, ფარუკ სარმადთან ინტერვიუში განაცხადა.
„არ ვიცი, არიან თუ არა ისინი მტრები. ვფიქრობ, ჩვენ მშვენივრად ვიქნებით ჩინეთთან. ვფიქრობ, კარგი ურთიერთობა გვექნება რუსეთთან“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სურს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი. მან ასევე სურვილი გამოთქვა, „რუსეთმა ეს სიტუაცია მოაგვაროს“.