ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
ამაღამ დიდი ბრძოლაა..
ამაღამ, გამთენიისას, პარიზის დროით დაახლოებით 6 საათზე, ამერიკის ქალაქ ლას-ვეგასში გაიმართება UFC-ს შერეულ ორთაბრძოლათა დიდოსტატების სატიტულო ბრძოლა მჩატე წონაში. ერთმანეთს შეხვდებიან 61კგ-მდე წონის ამჟამინდელი ჩემპიონი, ამერიკელი მებრძოლი შონ ო მელი და ჩემპიონობის ქართველი პრეტენდენტი მერაბ დვალიშვილი...
სპეციალისტების მიერ მოწინააღმდეგეთა შანსები განიხილება როგორც თანაბარი...
შონი და მერაბი განსხვავებული სტილის მებრძოლები არიან და ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი მებრძოლი შეძლებს თავს მოახვიოს მოწინააღმდეგეს ბრძოლის თავისი სტილი. შონი ეცდება ისარგებლოს მერაბის მიერ დაცვაში დაშვებული შეცდომით და ნოკაუტში ჩააგდოს მეტოქე, ქართველი კი, ეცდება მუდმივი ქარიშხალი დაატეხოს თავს ამერიკელს, დაღალოს ის და ამ გზით ჩამოართვას მას ჩემპიონის ქამარი... შონი კრივის, კიკბოქსინგის და ჯიუჯიცუს დიდოსტატია. ის არის ყავისფერი ქამრის მფლობელი ბრაზილიურ ჯიუჯიცუში. მას საოცრად მახვილი თვალი აქვს და გამოირჩევა იმით, რომ არ პატიობს შეცდომებს თავის მეტოქეებს. ამიტომ შონს მრავალი გამარჯვება აქვს მოპოვებული ნოკაუტით. ის მერაბიზე გაცილებით მაღალია (180 სმ. 168-ის წინააღმდეგ). შონის გაშლილი მკლავები 183 სმ-ია, ხოლო მერაბის -173...
მერაბი ხრიდოლის, სამბოს და ძიუდოს დიდოსტატია. ის თავის დივიზიონში (იგივე წონით კატეგორიაში) ყველაზე კარგად ჭიდაობს და კარგად შედის ფეხებში. მერაბი საოცრად გამძლე, ამტანი და შეუპოვარი მებრძოლია. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრ დარტყმას უშვებს, თითქმის არასდროს არ ნებდება მოწინააღმდეგეს. ამიტომაც შეარქვეს მერაბს "მანქანა"...
რაც შეეხება მებრძოლთა პირად ცხოვრებას, შონი ძალიან დიდი პიარისტია. საკმარისია ითქვას, რომ მას სოცქსელებში 4 მილიონი გამომწერი ყავს. შონი საოცრად ექსტრავაგანტულია და უცნაური ჩაცმულობითა და ვარცხნილობებით გამოირჩევა. სხვათაშორის, შონის მეუღლე სტილისტია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მილიონერი მეუღლისგან ყველაფრით უზრუნველყოფილია, მაინც აგრძელებს მუშაობას სალონში. სწორედ მეუღლის ნახელავია შონის ექსტრავაგანტული ვარცხნილობები...
რაც შეეხება მერაბს, ის შონივით დიდი პიარისტი ვერ იყო, მაგრამ ამ საქმეში ერთი შემთხვევა დაეხმარა...
ზამთრის ყინვიან დღეს, ვარჯიშის შემდეგ, მერაბი გასაგრილებლად ქალაქგარე ტბაზე წავიდა და ბექობიდან წყალში თავით გადახტა. ტბა ყინულის საკმაოდ სქელი ფენით დაფარული აღმოჩნდა და საავადმყოფოში მოხვედრილ მერაბს, გატეხილ და გასისხლიანებულ თავზე ნაკერები დაადეს. ამ კომიკურმა ისტორიამ და სახალისო კადრებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვეს ინტერნეტ სივრცეში და ხელი შეუწყვეს ქართველი მებრძოლის პოპულარულობას...
წარმატება ვუსურვოთ მერაბს დღევანდელ ორთაბრძოლაში. ვუსურვოთ მას ჩემპიონის ქამარი, ხოლო საქართველოს კი, კიდევ ერთი ჩემპიონი სპორტის ამ მეტად პრესტიჟულ სახეობაში.