მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ უნარების კონკურსს წელს საფრანგეთი მასპინძლობს.
მ/წლის 10 სექტემბერს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პატრონაჟით, ქალაქ ლიონში პროფესიული უნარების „WorldSkills Lyon 2024“ რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე WorldSkills საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი.
პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსი, აერთიანებს ათასობით ახალგაზრდა პროფესიონალს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც წარმოადგენენ პროფესიულ უნარებს 50-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულებით. წელს, აღნიშნულ კონკურსზე, სადაც 70-მდე ქვეყნის 1,400 კონკურსანტი მონაწილეობს, საქართველო სამი მიმართულებით არის წარმოდგენილი, ესენია - კულინარია, კონდიტერია და ვებ ტექნოლოგიები.