ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
" კალათბურთი, როგორც ასეთი..."
კალათბურთი სპორტის საკმაოდ ახალგაზრდა სახეობაა. ის, სულ რაღაც 133 წლისაა და ამერიკელმა ფიზკულტურის მწვრთნელმა, ჯეიმს ნეისმიტმა 1891 წელს გამოიგონა. კალათბურთი მუდმივად შედის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობების ათეულში. 1946 წელს დაარსდა ჩრდილოეთის პროფესიული საკალათბურთო ლიგა, იგივე, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია, NBA, რომელიც კანადის ერთ (ბოსტონ სელტიქსი) და ამერიკის 29 გუნდს აერთიანებს. სწორედ ეს უკანასკნელია ლოს ანჯელეს ლეიკერსთან ერთად NBA-ს რეკორდსმენი და ისინი 17-17-ჯერ იყვნენ ასოციაციის ჩემპიონები. თავდაპირველად კალათბურთი, ასე ვთქვათ, თეთრების სპორტი იყო და პირველი ფერადკანიანი მოთამაშე NBA-ს გუნდში მხოლოდ 1955 წელს გამოჩნდა.
სულ რამოდენიმე წელიწადში, კალათბურთი ძალიან პოპულარული გახდა აფრიკული წარმოშობის ახალგაზრდებში, როგორც სიღარიბისგან თავის დაღწევის კარგი საშუალება. დიახ, კალათბურთი საშუალოდ ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სპორტის სახეობაა. თუ გავითვალისწინებთ არასათამაშო საშუალებებით (რეკლამები და სხვა) მიღებულ ანაზღაურებასაც, მოთამაშეთა შემოსავალი წელიწადში 50, 80 და ზოგ შემთხვევაში, 100 მლ. დოლარსაც კი აჭარბებს...
ყველა დროის ყველაზე დიდი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანია, რომელმაც 2003 წელს დაასრულა კარიერა. თანამედროვეობის ყველაზე დიდი კალათბურთელები ლებრონ ჯეიმსი და სტეფ კარი არიან, რომლებიც ახლახანს დამთავრებული პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონები გახდნენ. ისინი NBA-ს მოთამაშეებისგან შემდგარი გუნდის, ამერიკული დრიმ თიმის, ანუ "ოცნების გუნდი"-ის შემადგენლობაში გამოდიოდნენ, რომელმაც ფინალში საფრანგეთის ეროვნული ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. სტეფ კარიმ 12-დან 8 სამქულიანი სროლა ჩააგდო, მათ შორის ოთხი, თამაშის ბოლო სამ წუთში და ლომის წილი დაიდო ამერიკელთა გამარჯვებაში...
აქვე მინდა ორიოდე სიტყვა ქართულ კალათბურთზეც ვთქვა. 1962 წელს თბილისის დინამომ მადრიდის რეალი დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონთა თასს დაეუფლა!
ოლიმპიური ჩემპიონები იყვნენ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია, NBA-ს ორგზის გამარჯვებულია ჩვენი სასიქადულო კალათბურთელი ზაზა ფაჩულია...
სტეფ კარი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე დიდი მსროლელია. ის მსოფლიოს რეკორდსმენია სამქულიანების ზუსტ სროლაში. მისთვის საერთოდ უმნიშვნელოა მანძილი 6,75 მეტრი, რომელიც სამქულიან სროლას ფარიდან აშორებს და ხშირად უფრო დიდი მანძილიდანაც უტევს მეტოქეთა კალათს...
კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაცია, FIBA, ახლო მომავალში აპირებს შემოიღოს 4 ქულიანი სროლები. ასეთად კი ჩაითვლება ფარიდან მინიმუმ 8,20 მეტრი მანძილიდან კალათში ჩაგდებული ბურთი. ეს იქნება უდიდესი მოტივაცია სტეფ კარის მოყვარული მილიონობით ბავშვისათვის, რომლებიც ოცნებობენ გახდნენ სტეფანივით დიდი მოთამაშე. იმედია, კალათბურთის ქართულ სკოლასაც წაადგება აღნიშნული სიახლე, რადგან ჩვენებს ტრადიციულად უჭირთ ამ მხრივ. ჩვენ ყოველთვის განვიცდიდით კარგი მსროლელების ნაკლებობას. და სწორედ ამის გამო, ბოლო წლებში, ჩვენს ეროვნულ გუნდში ყოველთვის ირიცხება ერთი ნატურალიზებული ამერიკელი მოთამაშე...