ყველაფერი სპორტის შესახებ ვარდენ მეკალმიშვილთან ერთად.
გუშინ დამთავრდა პარიზის 33-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები. ორი კვირის განმავლობაში, სპორტის მოყვარულთა 4 მილიარდიან არმიას, გვქონდა საშუალება თვალი მიგვედევნებინა მსოფლიოს უძლიერეს ათლეტთა ასპარეზობისათვის. ჩვენ ვიხილეთ უამრავი სიხარული და იმედგაცრუება, უდიდესი ბედნიერებისა თუ გულისტკივილის სცენები, ფანტასტიკური წამები და წუთები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიზმარში თუა შესაძლებელი გადახდეს თავს ადამიანს...
წარმატებული გამოდგა საქართველოს ოლიმპიელთათვის პარიზის ოლიმპიადა. ერთი ბრინჯაო, სამი ვერცხლი, სამი ოქრო და საპატიო, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში, ასეთია ჩვენი ოლიმპიელების მონაგარი. ეს საუკეთესო, მეტად მაღალი, სარეკორდო მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. საპატიო 24-ე ადგილიო, ვთქვით და ახლა თქვენ ამაში თვითონვე დარწმუნდებით. ჩვენმა 28 წევრიანმა დელეგაციამ გაუსწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა (ფრჩხილებში ნაჩვენებია ოლიმპიადაზე მათ შემადგენლობაში მონაწილე სპორტსმენთა რაოდენობა),
ბელგია(171), სერბეთი (115), ჩეხეთი (113), დანია (125), ხორვატია (75), ავსტრია (83), ისრაელი (89), პოლონეთი (217), ყაზახეთი (83), შვეიცარია (125), პორტუგალია (73), საბერძნეთი (101), არგენტინა (144), მექსიკა (109), თურქეთი (101), სულ ჩამოვიტოვეთ მსოფლიოს 183 ქვეყანა. ჩვენი გუნდის ყოველი მეოთხე მონაწილე გახდა ოლიმპიადის პრიზიორი, ხოლო ყოველმა მეათემ ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა, რაც ასევე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, ამერიკელებს, რომლებმაც 40 ოქრო მოიპოვეს, 611 მონაწილე ჰყავდათ). ოქროს მედლის მოპოვება მხოლოდ 64-მა ქვეყანამ შეძლო, ხოლო თუნდაც ერთი მედლისა, მხოლოდ 93-მა...
რაც შეეხება საუკეთესო სპორტულ ქვეყანას, ეს პატივი ამერიკელებს ხვდათ წილად, რომელთაც იმდენივე ოქროს მედალი (40) დაუგროვდათ, რამდენიც ჩინელებს, მაგრამ გადაასწრეს მათ მედლების საერთო რაოდენობით. როგორც ხედავთ, ეს ორი სუპერ სახელმწიფო, სპორტშიც ისევე უკომპრომისოდ და უკონკურენტოდ ებრძვის ერთმანეთს, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში. საკმარისია ითქვას, რომ მესამე ადგილი დაიკავეს იაპონელებმა, რომელთაც მსოფლიოს ორი სუპერლიდერის მხოლოდ ნახევარი, 20 ოქრო მოუგროვდათ. მეოთხე იყვნენ ავსტრალიელები
18, ხოლო მეხუთე, ოლიმპიადის მასპინძლები, ფრანგები, რომელთაც 16 გამარჯვება მოიპოვეს. ფრანგების 16 ოქროდან 4, ერთმა სპორტსმენმა, მოცურავე ლეონ ბუშარმა მოიპოვა...
როგორც ვიცით, ცნობილი მიზეზების გამო, პარიზის ოლიმპიადაზე არ იყვნენ დაშვებული რუსეთისა და ბელორუსის გუნდები. თუმცა, რუსეთი უკვე არ ითვლება (როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირის დროს) ამერიკელთა და ჩინელების მეტოქედ და ამ უკანასკნელის ყოფნა ბევრს ვერაფერს შეცვლიდა არაოფიციალური გუნდური ჩათვლის საბოლოო სურათში. არაოფიციალურიო ვახსენე და ალბათ თქვენ გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა,
თუ რატომ. თანამედროვე ოლიმპიადების მამამთავრის, ფრანგი პიერ დე კუბერტენის მიერ შედგენილ ოლიმპიურ ქარტიაში აღნიშნულია, რომ ოლიმპიადები არ არის სახელმწიფოთა შეჯიბრი, არამედ ესაა ინდივიდუალური პირველობა სპორტსმენებისა და მათი გუნდებისათვის. სწორედ ამიტომ, ოლიმპიური კომიტეტი არ სცნობს გუნდურ ჩათვლებს და არ აღიარებს მათ...
განსხვავებით ოლიმპიადის გახსნის სკანდალური ცერემონიისა, რომელმაც მილიონობით ადამიანის, მათ შორის ჩვენი თანამოქალაქეების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, გრანდიოზული და შთამბეჭდავი იყო
Paris-24 დახურვის ღონისძიება. მრავალი ცნობილი ფრანგი თუ ამერიკელი ვარსკვლავი, შოუმენი და სპორტსმენი ვიხილეთ პარიზელი ტომ ჟოლის მიერ დადგმულ შთამბეჭდავ შოუში. თქვენ ალბათ, კვლავ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა შუაში იყვნენ პარიზის ოლიმპიადასთან ამერიკელები. საქმე იმაშია, რომ შემდეგი ოლიმპიადა სწორედ ამერიკაში, კალიფორნიის უდიდეს, ანგელოზთა ქალაქად წოდებულ ლოს-ანჯელესში უნდა ჩატარდეს. აქვე შედგა ცერემონია, რომლის დროსაც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა საზეიმოდ გადასცა პარიზის მერის, ქალბატონ ან იდალგოსგან მიღებული ოლიმპიური ალამი, ლოს-ანჯელესის მერს, ქალბატონ კარენ ბასს...
მშვიდობით
პ ა რ ი ზ ო, გაუმარჯოს
ლ ო ს-ა ნ ჯ ე ლ ე ს ს!
კარგი იყო ამჯერად, იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგ ჯერზე უფრო უკეთესი იქნება!
მ ი ნ ა წ ე რ ი:
მთელი მსოფლიოს ათიათასობით სპორტსმენი თავდაუზოგავად იშრომებს მომდევნო ოთხ, წინასაოლიმპიადო წელს და 2026 წლის ზაფხულში, შორეულ ამერიკაში, კვლავ აინთება ოლიმპიური ჩირაღდანი. სპორტულ არენებზე კვლავ გამოვა რჩეული 10 ათას 500 სპორტსმენი, რომელთა რიგებში კვლავ იქნება ერთი პატარა ქვეყნის ერთი მუჭა ათლეტი, რომლებიც ჯერაც უნახავ ტორნადოს გამოიწვევენ ინდიელთა სამშობლოში და მიუხედავად თავიანთი მცირერიცხოვნებისა,
კვლავ დაიპყრობენ სპორტულ ევერესტს...